პეპე:„ბოლომდე ვიბრძოლეთ, მაგრამ შედეგს ვერ მივაღწიეთ“
კეპლერ პეპემ „ბეტისთან“ მატჩის შემდეგ ჟურნალისტებთან ისაუბრა...
„ვფიქრობ, გამარჯვება დავიმსახურეთ. გუნდმა ძალიან ბევრი იბრძოლა, მაგრამ სასურველ შედეგს ვერ მიაღწია.“
„პირველ ნახევარში „ბეტისი“ წინააღმდეგობას გვიწევდა, თუმცა მაინც ჩვენ ვდომინირებდით.“
„რაც შეეხება მეორე ტაიმს, მთელი მეორე ნახევრის დროს მოედანზე მხოლოდ „ბლანკოსი“ თამაშობდა, რაც სამწუხაროდ, მხოლოდ ერთ გოლში აისახა. ჩვენ გაცილებით მეტს ვიმსახურებდით.“
„ზიდანი ფიტნესს დიდ ყურადღებას აქცევს, ვინაიდან თვლის, რომ წარმატების საწინდარი სწორედ კარგი ფიზიკური მომზადებაა.“
„კოლექტივმა ძლიერი ხასიათი აჩვენა. დღეს შესაძლოა, დიდი ჩამორჩენა გვაქვს, მაგრამ მერწმუნეთ, ბოლომდე ვიბრძოლებთ და გაცილებით უფრო გაუმჯობესებულ გუნდს იხილავთ.“
- 25 იანვარი 2016
- 1 772
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.