ზიდანი:„მატჩის შემდეგ ფეხბურთელებს ვუთხარი, რომ საამაყონი არიან“
ზინედინ ზიდანმა მატჩიშემდგომი პრესკონფერენცია გამართა...
„საშინელი სტარტი გვქონდა, მოედანზე ქაოსი შეიქმნა, რაც „ბეტისისთვის“ სასარგებლოდ გადაწყდა. ანდალუსიელებმა გაგვიტანეს და შემდეგ უკვე ინიციატივა დათმეს.“
„დროის გასვლასთან ერთად ჩემი კოლექტივი ლაგდებოდა და შეტევებს ამწვევებდა, მაგრამ რამდენჯერმე დამაგვირგვინებელ ფაზაში მოვიკოჭლეთ. მე ვერ დავადანაშაულებ ჩემ შეგირდებს, ვინაიდან მათ ბოლომდე იბრძოლეს. მატჩის შემდეგ მე მათ ვუთხარი, რომ საამაყონი არიან.“
„ფიზიკური თვალსაზრისით მოწოდების სიმაღლეზე ვდგავართ, ამ მხრივ ბევრი ვიმუშავეთ და შედეგი მივიღეთ.“
„მიუხედავად იმისა, რომ 2 ქულა გავანიავეთ და „ბარსელონასთან“ სხვაობა კიდევ უფრო მეტად გაიზარდა, არ ვთვლით, რომ ლა ლიგა დასრულებულია. ფეხბურთელები სწორ გზას ადგანან და ბოლო ტურამდე ბრძოლას გეგმავენ.“
„კარვახალი თამაშში შესანიშნავად ჩაერთო, ესპანელ ფეხბურთელს არაფერი აწუხებდა, უბრალოდ ჩემი გადაწყვეტილებით დაჯდა სათადარიგოთა სკამზე.“
„დანილოს თამაში ეფექტური იყო.“
„ხამეს როდრიგესმა სიტუაცია ძალიან ბევრჯერ გაამწვავა, კოლუმბიელი მოთამაშე ფორმაში შედის.“
„ცვლილებების ლიმიტი არ ამოვწურე, რადგან გუნდი დინამიურად თამაშობდა.“
„მეტოქეს შესანიშნავი არმია ჰყავს, რომელიც ბოლომდე უჭერს მხარს საყვარელ შეგირდებს, რაც მათთვის ძალიან მნიშვნელოვანია.“
- 25 იანვარი 2016
- 6 923
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.