რობერტო კარლოსი:„არანაირ კომენტარს არ გავაკეთებ“
რობერტო კარლოსმა მადრიდი საკმაოდ გაღიზიანებულმა დატოვა...
ჯერ-ჯერობით უცნობია საქმის ფაქტობრივი გარემოებები, მაგრამ ცხადია, რომ რობერტო კარლოსმა ესპანეთის დედაქალაქი განაწყენებულმა დატოვა.
ბრაზილიელი ლეგენდა ფლორენტინო პერესს ესტუმრა, სხვადასხვა საკითხი განიხილა, მისი დანიშვნა ფაქტობრივად, გადაწყვეტილი იყო, მაგრამ საბოლოოდ ზიზუს ჩარევამ ყველაფერი შეცვალა.
ასევე უცნობია რა მოხდა ფრანგსა და ბრაზილიელს შორის, მაგრამ ერთი რამის თქმა თამამად შეგვიძლია, რობერტოს „რეალში“ დანიშვნის შანსმა მნიშვნელოვნად იკლო.
ბრაზილიელმა მოთამაშემ ჟურნალისტებს შემდეგი კომენტარი გაუკეთა - „ეს საქმე დახურულია, არანაირ კომენტარს არ გავაკეთებ“.
- 24 იანვარი 2016
- 5 913
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.