კასილასი ჰაიტელებს მხარდაჭერას უცხადებს
გასულ კვირაში მსოფლიოს ყურადღება მიიპყრო ჰაიტის კუნძულმა, სადაც შვიდ ბალიანმა მიწისქვეშა ბიძგებმა ფაქტიურად გაანადგურა ყველაფერი.წინასწარი ინფორმაციით, დაახლოებით ნახევარი მილიონი ადამიანი დაიღუპა ამ ტრაგედიის დროს.სამეფო გუნდის მეორე კაპიტანი, იკერ კასილასი, ყველას მოუწოდებს დახმარება გაუწიონ ჰაიტის მოსახლეობას.
"სიტუაცია ამაზრზენია.უამრავი ადამიანი დაიღუპა და დარჩა უსახლკაროდ.ის რაც ჰაიტში მოხდა, ერთ-ერთი ყველაზე დიდი ტრაგედიაა ჩვენს პლანეტაზე.მე ასეთი რამ, აქამდე მხოლოდ მალიში მქონდა ნანახი."
"ჩვენ ვალდებულნი ვართ იქ მცხოვრებ მოსახლეობას დახმარება გავუწიოთ.ვიმედოვნებ, ადამიანები გამოიჩენენ გულისხმიერებას და თავის წვლილს შეიტანენ ამ საქველმოქმედო საქმეში."
ინფორმაციის წყარო: RealMadrid.Com
- 19 იანვარი 2010
- 1 470
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.