„ბეტისისთვის“ მზადება გრძელდება
მადრიდის „რეალის“ ფეხბურთელები დღეს კიდევ ერთხელ შეიკრიბნენ და მორიგი ვარჯიში გამართეს...
ზიდანის გუნდი ანდალუსიაში ვიზიტისთვის ემზადება.
აღსანიშნავია, რომ სერხიო რამოსი სრულ მზადყოფნაშია და თანაგუნდელებთან ერთად ირჯება.
კოლექტივთან ერთად რამდენიმე კასტილიელიც იყო.
ზიზუმ ყურადღება ბურთის ფლობაზე, კონტრ-შეტევებსა და ფიზიკური კონდიციების გაუმჯობესებაზე გააკეთა.
კეილორ ნავასი, კასილია და რუბენ იანიესი თავიდან მეკარეთა მწვრთნელთან ერთად განცალკევებით ვარჯიშობდნენ, შემდეგ კი კოლექტივს შეუერთდნენ.
- 21 იანვარი 2016
- 2 389
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.