ბეილის ტრანსფერი 100 759 417 ევრო დაჯდა

სამეფო კლუბს უელსელის შეძენა 100 759 417 ევრო დაუჯდა, ნაცვლად 91 მლნ. ევროსი, როგორც ამას თავად კლუბი და ფლორენტინო პერესი აცხადებდა

Football Leaks-მა (ვებ-გვერდი, რომლის მიზანიც საფეხბურთო სამყაროს საიდუმლოებების გამოაშკარავებაა) გამოაქვეყნა "მადრიდის რეალსა" და "ტოტენჰემს" შორის გაფორმებული ხელშეკრულება გარეთ ბეილის ტრანსფერთან დაკავშირებით, რომლის მიხედვითაც , კლუბს უელსელი ფეხბურთელის შეძენა 100 759 417 ევრო დაუჯდა.

6 გვერდიანი ხელშეკრულება, რომელიც 2013 წლის 31 აგვისტოს არის გაფორმებული და რომელსაც ხელს აწერს "ტოტენჰემის" მხრიდან დანიელ ლევი, ხოლო "მადრიდის რეალის" მხრიდან კი ხოსე ანხელ სანჩესი, მოიცავს გადახდის სხვადასხვა პირობებს. პირველი პირობის მიხედვით , ფეხბურთელის ღირებულება შეადგენს 78 171 930 ფუნტს სტერლინგს ან 91 589 942 ევროს (მხარეთა შეთანხმების მიხედვით გაცვლითი კურსი 0,85350 ფუნტი/ევრო). ღირებულების გადახდა ითვალისწინებდა ორ პირობას:

1) თუ სამეფო კლუბი ერთ ტრანშად გადაიხდიდა ღირებულებას "ტოტენჰემის" მხრიდან ინვოისისა და შესაბამისი დოკუმენტაციის წარდგენიდან 15 დღეში, მაშინ ფეხბურთელის ღირებულება 74 263 333 ფუნტი სტერლინგი ანუ 87 010 350 ევრო (გამოიქვითებოდა რა ფეხბურთელის თავდაპირველი ღირებულებიდან სოლიდარობის 5%)

2) გადახდის სხვა შემთხვევაში კი "ტოტენჰემისთვის" გადასახდელი თანხა იზრდებოდა 6%-ით და ხდებოდა 85 131 147 ფუნტი ან 99 743 542 ევრო.

მეორე პუნქტით გადახდის პირობის არჩევის შემთხვევაში "მადრიდის რეალი" ვალდებული იყო გადაეხადა ღირებულება შემდეგ ტრანშებად: პირველი ტრანში 23 689 101 ევროს მოცულობით ათ სამუშაო დღეში; მეორე ტრანში 23 689 101 ევრო 2014 წლის 24 ივლისამდე, მესამე ტრანში ასევე 23 689 101 ევრო 2015 წლის 24 ივლისამდე, ხოლო 2016 წლის 24 ივლისამდე კი თეთრები ვალდებულნი არიან "ტოტენჰემს" გადაუხადონ 20 218 648 ფუნტი სტერლინგი.

ხელშეკრულების მეათე პუნქტის მიხედვით, "ტოტენჰემს" აქვს უფლება 2019 წლის 30 ივნისამდე "მადრიდის რეალის" მიერ მესამე კლუბიდან მიღებული შეთავაზება განიხილოს პირველმა და თანხმობის შემთხვევაში ანალოგიური (მესამე კლუბის მიერ შეთავაზებული პირობებით) პირობებით მოახდინოს ფეხბურთელის შეძენა "მადრიდის რეალიდან". ხელშეკრულების მეთერთმეტე მუხლის მიხედვით, თუ "მადრიდის რეალი" 2015 წლის 1 სექტემბრამდე გადაწყვეტს ფეხბურთელის გაყიდვას, ის ვალდებულია "ტოტენჰემს" 10 მლნ. ფუნტი გადაუხადოს.

ხელშეკრულების მეთხუთმეტე მუხლში კი ნათქვამია, რომ "მადრიდის რეალი" გაასაჯაროებს მხოლოდ იმ ფაქტს, რომ ტრანსფერის ღირებულება შეადგენს 91 589 842 ევროს. "ტოტენჰემი" ვალდებულია დაეთანხმოს ამ პრეს-რელიზს და არ გაასაჯაროოს შეთანხმების სხვა ფინანსური დეტალები.

მე-16 პუნქტში ასევე საუბარია, რომ ფეხბურთელი არ ისაუბრებს უარყოფითად პირდაპირი და ირიბი გაგებით "ტოტენჰემზე", მის პრეზიდენტზე, საბჭოზე და მის თანამშრომლებზე.

წყარო: AS

  • shvela
  • 21 იანვარი 2016
  • 6 952
  • 0

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

სარეკლამო ადგილი

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 ლევანდოვსკი 14
2 ვინისიუსი 8
3 აიოზე 7
4 რაფინია 6

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...




მთვლელები

საიტის არქივი:

ნოემბერი 2024 (227)
ოქტომბერი 2024 (334)
სექტემბერი 2024 (311)
აგვისტო 2024 (90)
ივნისი 2024 (306)
მაისი 2024 (385)