ხამესმა ზიდანი გააბრაზა
ხამეს როდრიგესმა ზიდანზე შთაბეჭდილება ვერ მოახდინა და მწვრთნელის გაბრაზებაც კი მოახერხა.
საქმე იმაში გახლავთ, რომ კოლუმბიელი ნახევარმცველი ძალიან დიდ დროს უთმობს გართობას, რაც ზიზუსთვის კატეგორიულად მიუღებელია. მადრიდის რეალის თავკაცს, თავისი თვალით აქვს ნანახი, რამდენი ფეხბურთელის კარიერა შეიწირა ცხოვრების ამგვარმა წესმა. შესაბამისად, ფეხბურთელებისგან ითხოვს ვარჯიშისათვის, მეტი დროის დათმობას.
ესპანური პრესის ინფორმაციით, ნახევარმცველი თუ არ შეცვლის ცხოვრების სტილს, იგი აუცილებლად დატოვებს სამეფო კლუბს. აღნიშნული ინფორმაციას მეტ სანდოობას ისიც სძენს, რომ ზიზუ ისკოს უფრო მეტად ენდობა, ვიდრე როდრიგესს.
- 21 იანვარი 2016
- 10 989
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.