როდრიგო ბენტანკური რეალს უახლოვდება
მადრიდის რეალმა თვალი ბოკა ხუნიორსის 18 წლის შემტევ ნახევარმცველს როდრიგო ბენტანკურს დაადგა.
ურუგვაელმა ვუნდერკინდმა მიმდინარე სეზონში 6-ჯერ მოირგო არგენტინული გრანდის მაისური და სკაუტების ყურადღებაც მიიპყრო. ესპანური გამომცემლობების თანახმად, სამეფო კლუბის წარმომადგენლები უკვე დაუკავშირდნენ ბოკა ხუნიორსს და ფეხბურთელის ტრანსფერზე ესაუბრნენ.
თავად ფეხბურთელის პოზიცია აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით უცნობია, მაგრამ დღეს გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით, კლუბის პრეზიდენტი ფეხბურთელთან პირადად შეხვედრასა და მისი მომავლის შესახებ საუბარს აპირებს. სწორედ ამის შემდეგ გადაწყდება ნახევარმცველის ბედი.
იმ შემთხვევაში, თუ ბენტანკური დათანხმდება მადრიდის რეალში თამაშს, ის კასტილიას შემადგენლობაში ჩაირიცხება და მოემზადება სამეფო კლუბის ძირითადი შემადგენლობისათვის.
- 21 იანვარი 2016
- 5 369
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.