ნეიმარი მადრიდის რეალის წინადადებას განიხილავს
დღემდე დღევანდელი პრესა წერდა, რომ ბარსელონას ბრაზილიელი ვარსკვლავი მადრიდის რეალისაგან ყველა შემოთავაზებას უარყოფდა, რადგან არ სურდა ბარსელონას გულშემატკივრების გაღიზიანება. დღეს კი ესპანური გამომცემლობა Onda Cero ავრცელებს ინფორმაციას, რომ კატალონიელთა 11 ნომერი მზად არის მოისმინოს სამეფო კლუბის პირობები.
გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ოქროს ბურთის დაჯილდოებაზე ნეიმარი და მამამისი მადრიდის რეალის წარმომადგენლებს მის შესაძლო ტრანსფერთან დაკავშირებით ესაუბრებოდნენ. მიზეზი კი ფეხბურთელსა და ამჟამინდელ კლუბს შორის კონტრაქტის გახანგრძლივებაზე ჩიხში შესული მოლპარაკებები გახდა. გამომდინარე იქიდან, რომ ნეიმარს ფინანსური პრობლემები დაუგროვდა, მას ხელფასის რადიკალურად მომატება სურს, ბარსა კი პირობების დასაკმაყოფილებლად მზად არ არის.
ესპანეთში ფიქრობენ, რომ ფლორენტინო პერესი აუცილებლად გამოიყენებს შანსს და მოახერხებს ნეიმარის სამეფო კლუბის შემადგენლობაში ჩარიცხვას.
ინფორმაციის წყარო: GOAL.COM
- 21 იანვარი 2016
- 8 215
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.