ვალდანო:„რაული „რეალის“ მწვრთნელი გახდება“
ხორხე ვალდანომ რაულ გონსალეს ბლანკოზე ისაუბრა...
„რაულს ფეხბურთი ძალიან უყვარს, ის სპორტის ამ სახეობაზეა მიჯაჭვული.“
„გონსალესმა მადრიდის „რეალში“ ძალიან დიდი სიყვარული მოიპოვა, ის კლუბის ლეგენდა და სიმბოლოა, აქედან გამომდინარე „ბლანკოსის“ ხელმძღვანელობას ფრთხილი ნაბიჯების გადადგმა მართებს. ელ კაპიტანო აუცილებლად გახდება მთავარი მწვრთნელია, მაგრამ თითოეულმა მადრიდისტამ უნდა გააცნობიეროს, რომ მას ბოლომდე ენდოს და მხარი დაუჭიროს. გონსალესის რეპუტაციის შელახვა დაუშვებელია.“
„მიხარია, რომ რაული აღმოვაჩინე. ფეხბურთელი, რომელმაც „ბლანკოსში“ ეპოქა შექმნა, ის საოცარია ადამიანია, როდესაც მოედანზე პირველად გავიდა, ძალაინ ვნერვიულობდი, მაგრამ 15 წუთში უდიდესი სიმპატიები დაიმსახურა.“
„ვიცოდი, რომ გონსალესის მამა „ატლეტიკოს“ ერთგული ქომაგი იყო და მისი შვილის „როხიბლანკოში“ წაყვანა სურდა, მაგრამ დავპირდი, რომ ის აუცილებლად ითამაშებდა სამეფო კლუბში.“
„კანტერაში არაერთ ფეხბურთელს ვაკვირდებოდით, მათ შორის კი „ელ კაპიტანო“ აღმოჩნდა.“
„გონსალესის წასვლა დიდი დარტყმა იყო, როგორც მადრიდელთა ქომაგებისთვის, ასევე ხელმძღვანელობისთვის. ამ ნაბიჯის გადადგმა იოლი საქმე ნამდვილად არ ყოფილა.“
- 19 იანვარი 2016
- 5 362
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.