ხორხე ვალდანომ მოლაპარაკებები წარმართა კანალესთან დაკავშირებით
მადრიდის რეალმა დაისახა მიზანი, რომ შეიძინოს სერხიო კანალესი. ხორხე ვალდანო შეხვდა ,,რასინგის" პრეზიდენტ ფრანცისკო პირინეის და ტრანსფერზე ისაუბრა.
როგორც გაზეთი ,,as" იტყობინება, ისინი ერთმანეთს შეხვდნენ 14:55 წუთზე და 2 საათის შემდეგ ვალდანომ დატოვა რესტორანი. ამ შეხვედრაზე კი ვალდანომ აი ეს უთხრა ჟურნალისტებს: ,,ჩვენ უბრალოდ ვისადილეთ, არანაირ მოლაპარაკებას ადგილი არ ჰქონია". ასევე ჟურნალისტებს ფრანცისკო პირინეიც გაესაუბრა, რომელმაც უარყო ეს ყველაფერი და ხორხეს დაეთანხმა. შემდეგ კი ის უკან სანტანდერში გაფრინდა.
ვალდანო აპირებს გაუფორმოს კონტრაქტი კანალესს უკვე ამ კვირაში. სერხიოთი დაინტერესებულნი არიან ინგლისური კლუბები და კატალონიის ,,ბარსელონას"-ც. ასე, რომ რეალმა რაიმე განსაკუთრებული უნდა შესთავაზოს კანალესს იმისათვის, რომ მან თეთრებში ამოყოს თავი. სამწუხარო არის ის, რომ თუ რეალმა კანალესი შეიძინა 2 წლით ის მაინც რასინგში დარჩება არენდის წესით. ამიტომ, თუ ჩვენ ის საერთოდ ვიხილეთ რეალის მაისურით, ეს მხოლოდ მაშინ მოხდება, როცა სერხიო 21 წლის გახდება.
ინფორმაციის წყარო:as.com
- 19 იანვარი 2010
- 1 550
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.