დარტყმების კომპონენტში რონალდუ მესის თითქმის 2-ჯერ აღემატება
მადრიდის „რეალის“ წინახაზელი, კრიშტიანო რონალდუ ლა ლიგაში ერთპიროვნულ ბომბარდირობას ჯერ-ჯერობით ვერ ახერხებს, თუმცა მისი სტატისტიკა აშკარად გაუმჯობესებულია...
პორტუგალიელი ფეხბურთელი 16 გოლს მოითვლის და მხოლოდ 2 ბურთით ჩამორჩება ლუის სუარესს.
კრიშტიანო რონალდუ თითოეულ მატჩში კარის მიმართულებით დაახლოებით 7-ჯერ ურტყავს, საერთო ჯამში კი მას 130 დარტყმა აქვს განხორციებული, რაც თითქმის ორჯერ აღემატება ლიონელ მესის მაჩვენებელს. არგენტინელმა ფეხბურთელმა 71-ჯერ შეძლო კარის მიმართულებით ბურთის გადაგზავნა, თუმცა უნდა აღინიშნოს, რომ ოქროს ბურთის მფლობელს თვენახევარზე მეტი ტრავმის გამო გაუცდა.
მესამე და მეოთხე ადგილს ისევ „ბარსელონელები“, ნეიმარისა და სუარესის სახით იკავებენ. ლუისს 70 დარტყმა აქვს, ნეიმარს კი 69.
კარის მიმართულებით ხშირი დარტყმებით ვერ დაიკვეხნის კარიმ ბენზემა, რომელსაც მხოლოდ 52-ჯერ აქვს დარტყმა განხორციელებული.
- 18 იანვარი 2016
- 5 474
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.