კროოსი და მოდრიჩი - „პასების იმპერიალისტები“
ლუკა მოდრიჩსა და ტონი კროოსს ლა ლიგაში საუკეთესო შედეგი აქვთ...
ესპანურმა გამოცემებმა მადრიდული დუეტი „პასების იმპერიალისტებად“ მონათლეს.
აღსანიშნავია, რომ გერმანელი ფეხბურთელი ერთპიროვნული ლიდერია. ტონის მიმდინარე სეზონში 1383 ზუსტი პასი აქვს გაკეთებული. თითო თამაშში შუახაზელი საშუალოდ 76.83 გადაცემას აკეთებს.
მეორე ადგილს ლუკა მოდრიჩი იკავებს, რომელიც მხოლოდ კროოსს ჩამოუვარდება. ლუკას ანგარიშზე 1255 გადაცემაა, ხორვატი თითო დაპირისპირებაში საშუალოდ 66 გადაცემას ასრულებს.
მესამე პოზიციაზე ტრაშორასია, რომელიც 1174 გადაცემას მოითვლის, ხოლო მეოთხე სერხიო ბუსკეტსი 1061 გადაცემით.
ამასთანავე აღსანიშნავია, რომ მე-6 პოზიციაზე იმყოფება მარსელო ვიეირა, რომელიც მიმდინარე სეზონში განსაკუთრებული აქტიურობით გამოირჩევა როგორც წინა ხაზში, ასევე დაცვაში. მარსელოს 999 გადაცემა აქვს გაკეთებული, მისი საშუალო მაჩვენებელი თითო მატჩში 59 პასია.
და ბოლოს. მადრიდის „რეალის“ ფეხბურთელებმა ბოლო წლებში არსებული ტრადიცია დაარღვიეს, როდესაც ყველაზე მეტი გადაცემით, „ბარსელონას“ ნახევარმცველები იწონებდნენ თავს.
- 18 იანვარი 2016
- 9 828
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.