ჩამომაბორდოიუვენტუსმადრიდისტეს-ანუ თეთრად ქცეული ერთი არაბი ჯადოქრის ისტორია
2006 წელს,მაშინ როდესაც რეალი და რომა ერთმანეთს დაუპირისპირდა,ეს საფეხბურთო მოვლენა ერთ-ერთმა ჯურნალისტმა მონათლა,როგორც რეალიზმისა და რომანტიზმის დაპირისპირება და მართლაც,თუ ფეხბურთს შევხედავთ როგორც ხელოვნებისა და ესთეტიკის ერთ-ერთ საუკეთესო გამოხატულებას,მაშინ თამამად შეგვიძლია ვთქვათ ,რომ მადრიდული „რეალიზმი“ არ ყოფილა ერთჯერადი მოვლენა.
ყველა გუნდს და მათ შორის რეალსაც ჰყავდა გამოკვეთილი ვარსკვლავები,რომლებიც ლეგენდობისსთვის იყვნენ „განწირულნი“ და სწორედ მათ რიგებში ირიცხებოდა ზინედინ ზიდანი,იგივე ზიზუ-სხვა გალაქტიკიდან გალაქტიკოს ღირსეული წარმომადგენელი. ეს 21-ე საუკუნის მადრიდული „რეალიზმი“ იყო. დრო,როცა ყველა გუნდს ჰყავს საკუთარი გიუსტავ კურბე,ელუარდ მანე,ჯან-ფრანსუა მილე თუ სხვები.ეპოქა,როცა ერთმანეთის გვერდიგვერდ იდგნენ ზიზუ,კარლოსი,კიჭა,ბექემი,ფიგუ და სხვა ტიტანები...
იყო გაქალტიკო და იყვნენ სხვები,არის ზიზუ და არის სხვები... ალჟირელი ღარიბი ბიჭუნა მარსელში 1972 წელს დაიბადა და ისიც,როგორც უმრავლესობა სიდუხჭირეში იზრდებოდა,მაგრამ იზრდებოდა ფეხბურთის სიყვარულით.მინდორის მაგივრად ასფალტზე თამაშობდა და ბურთის მაგივრობას ბოთლი უწევდა.პატარა ზიზუს ტალანტი შეუმჩნეველი არ დარჩენილა და 14 წლის ასაკში ჩაირიცხა საფეხბურთო კლუბ „კანში“.შემდეგ იყო ბორდო,იუვენტუსი და „ოქროს ხანად“ მონათლული მადრიდი.
1998 წელს ფლორენტინო პერესი მსოფლიო ჩემპიონატის ფინალს Stade de France-დან ადევნებდა თვალს. როცა ზინედინ ზიდანმა 27 წუთზე ანგარიში თავური დარტყმით გახსნა, პერესმა თავის მეუღლეს გადაულაპარაკა:“ ხედავ ათ ნომერ ფეხბურთელს? თუ ოდესმე რეალის პრეზიდენტი გავხდები, ეს ფეხბურთელი აუცილებლად ითამაშებს ჩემს გუნდში“ და პერესი რის პერესი იყო ეს რომ არ აესრულებინა. 2001 წელს აწ უკვე ფიფას ორგანიზებულ ერთ-ერთ კონცერტზე, ფლორენტინო პერესის მაგიდიდან გზავნილი გადავიდა შემდეგ მაგიდაზე, სადაც საფრანგეთის და ტურინის იუვენტუსის ვარსკვლავი ზინედინ ზიდანი იჯდა. ეს გზავნილი იყო ხელსახოცი რომელზეც ასეთი რამ ეწერა: “გინდა მადრიდის რეალში თამაში?” ზიდანს გაეცინა და ინგლისური ასოებით ხელსახოცს მიაწერა Yes.
ზიზუსთან ჩემი ზიარება ჩემი გათეთრების შემდეგ მოხდა.1998 წლის მუნდიალის გმირის ნახვა პირველად 2002 წელს მსოფლიო ჩემპიონატზე მომიხდა და ისიც მხოლოდ ერთხელ მუნდიალამდე მირებული ტრამვის გამო. მაშინ ჩემი ყურადღება არ მიუპყრია,მაგრამ მას მერე რაც კიჭას წყალობით მეც მადრიდისტა გავხდი,ზიზუ ჩემს კუმირად იქცა,მითუფრო 2002 წლის ლიგის ფინალის შემდეგ ლევერკუზენის წინააღმდეგ.ვიხილე რა ბურთთან ერთად მოცეკვავე „არაბი ჯადოქარი“,მივხვდი ეს კაცი არ იყო „ნორმალური“.ის არ აკონტროლებდა მხოლოდ ბურთს,აკონტროლებდა მთელ მატჩს,ის კარნახობდა მატჩის მსვლელობას,ისეთი შთაბეჭდილება მრჩებოდა,თითქოს ზიზუ მაგნიტის,ხოლო ბურთი რკინის ყოფილიყო.
2005 წლის 25 აპრილს შედგა მატჩი ვილიარეალსა და მადრიდის რეალს შორის. ამ შეხვედრის მსვლელობაში გადაიღეს ფილმი - “ზიდანი 21-ე საუკუნის პორტრეტი”. ერთი წლის შემდეგ კი, როცა კანის ფესტივალზე ამ ფილმის პრემიერა შედგა, ამ დროს ესპანეთში, სანტიაგო ბერნაბეუზე მადრიდის რეალის ლეგენდამ თავისი ბოლო შეხვედრა ჩაატარა…
იშვიათობაა წახვიდე ფეხბურთიდან ისე,როგორც ზიდანი წავიდა,წახვიდე თავაწეული მიუხედავად წაგებული მუნდიალისა.ეს რჩეულთა ხვედრია,ისეთი რჩეულებისა როგორიც ის იყო. და მეც ვუცქერდი მას ნელა მიმავალს მოედნიდან თანაც ისე, რომ თასისთვის ერთხელაც არ აუხედია. ამ ფაქტთან დაკავშირებით ალჯირელმა არქიტექტორმა შექმნა ძეგლი და იქვე დასძინა : „ტრადიციების მიხედვით ძეგლებს ჰქმნიან,როგორც გამარჯვების სიმბოლოს,მე კი-დამარცხება ავირჩიე“. ზიზუს ბერლინის შემდეგ ბევრჯერ უთავაზებია მატერაცისთვის,მაგრამ აწ უკვე კომპიუტერულ თამაშებში,მულტფილმებსა თუ პაროდიებში.
და დღეს ჩვენთვის საყვარელი ფეხბურთელი ჩვენივე გუნდის მწვრთნელია.რეალი ეს ხომ გამოწვევაა დიდ მიღწევასთან ერთად.როცა რეალის სათავეში მოდიხარ,ისიც ნათლად გაქვს გააზრებული,რომ ერთ დროს ტაშით მოსული,ხვალ შეიძლება სტვენითვე გაგიშვან,მაგრამ ეს არ ეხება ზიზუს,მიუხედავად იმისა იქნება თუ არა ისეთივე წარმატებული მწვრთნელი,როგორიც ფეხბურთელი იყო. ანჩელოტის შეგირდად დანიშვნა,შემდეგ კი კასტილიის ჩაბარება მოასწავებდა იმას,რომ პერესი მას სამეფო კლუბის მწვრთნელობისთვის ამზადებდა,ანუ ყველა გზა რომში კი არა ზიზუსთან მიდიოდა.
მაშ ასე, ეს ზინედინ ზიდანია,მადრიდისტა,რომელსაც ძვალსა და რბილში აქვს გამჯდარი რეალის უკიდეგანო სიყვარული მიუხედავად სხვა ეროვნებისა და როგორც as-ის ჟურნალისტი “სესარ მარტინესი” იტყოდა- “არ ვიცი, არსებობს თუ არა სიცოცხლე სიკვდილის შემდეგ, მაგრამ ნამდვილად ვიცი, რომ არ არსებობს ფეხბურთი ზიდანის შემდეგ.”
სტატიის მოწოდებისთვის დიდი მადლობა ჩვენი ვებ-გვერდის ერთგულ მომხმარებელს - Lik Realution
- 18 იანვარი 2016
- 6 986
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.