ბეილი და ბენზემა ტრავმირებულები არიან
გარეთ ბეილმა და კარიმ ბენზემამ მინდორი დროზე ადრე დატოვეს.
პირველი ტაიმის მიწურულს უელსელმა ვარსკვლავმა მედიკოსებს უხმო სტადიონზე, რადგან მარჯვენა ფეხის არეში დისკომფორტს გრძნობდა. პირველადი დათვალიერების შემდეგ ექიმებმა მას თამაშის შეწვეტა ურჩიეს და თავის მხრივ ბეილიც დაეთანხმა. ზინედინ ზიდანმა მეორე ტაიმში გარეთის ნაცვლად ხესე როდრიგესი შემოიყვანა.
სამწუხაროდ ტრავმა მიიღო კარიმ ბენზემამაც. სავარაუდოდ მას დაზიანება ხამეს როდრიგესმა მიაყენა, ერთ-ერთ ეპიზოდში, როდესაც მეტოქის საჯარიმოში ფეხბურთელებმა ერთმანეთი ვერ დაინახეს და კოლუმბიელმა ვარსკვლავმა სრულიად შემთხვევით ამოარტყა ფეხი ფრანგ ფორვარდს. ამ ეპიზოდიდან რამდენიმე წუთში ბენზემამ ბურთი თავად გადააგდო მოედნის ფარგლებს გარეთ და ზიზუს ცვლილებისკენ მოუწოდა.
ორივე ფეხბურთელი, ბენზემაც და ბეილიც ახლა მედიკოსების დაკვირვების ქვეშ იმყოფებიან და ტრავმების სერიოზულობას ირკვევენ.
Marca.com
- 17 იანვარი 2016
- 7 357
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.