გაგო არენდით ”ლიონში”?
მადრიდის ”რეალის” არგენტინელი ნახევარმცველი ფერნანდო გაგო, შეიძლება გადავიდეს ფრანგულ კლუბში ”ლიონში”. ფრანგებმა ფერნანდოს არენდით შეძენის სურვილი გამოთქვეს და იმედი აქვთ, რომ მოლაპარაკება შედგება.
თავად ”სამეფო” კლუბის ხელმძღვანელობა, კი არ აპირებს არგენტინელის გუნდიდან გაშვებას, რადგან მადრიდის ”რეალის” ფეხბურთელებს კიდევ ბევრი მატჩი აქვთ ჩასატარებელი და ვინმეს ტრავმის გამო ”რეალის” ხელმძღვანელობას არ სურს, რომ გამოუვალ სიტუაციაში ჩავარდეს.
”ლიონის” ხელმძღვანელობას არ აქვს იმდენი ფუფუნება, რამდენიც გაგოს სჭირდება. ნახევარმცველი წელიწადში 4 მილიონ ევროს იღებს. მართალია გაგო ძირითადად არ თამაშობს სასტარტოში, მაგრამ მას მაინც არ სურს კლუბის დატოვება ზამთრის სატრანსფერო ბაზარზე.
ნახევარმცველით ბევრი კლუბია დაინტერესებული, ეს გუნდები არიან: ტურინის ”იუვენტუსი”, მანჩესტერ ”სიტი”, "ტოტენჰემი", ”ბოკა ხუნიორსი” და ”ინტერი”.
ინფორმაციის წყარო:francefootball.fr
სტატიის ავტორი:buxu
- 19 იანვარი 2010
- 1 499
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.