ალვარო მორატას საქმე გადაწყდა
„მარკას“ ინფორმაციით, ალვარო მორატას საქმე გადაწყდა...
საქმე იმაშია, რომ „კასტილიას“ აღზრდილი მადრიდის „რეალიდან“ 2 წლიანი იჯარით არის წასული. კონტრაქტში იდო პუნქტი, რომლის მიხედვითაც, „ბლანკოსს“ ახალგაზრდა ფორვარდის დაბრუნება 1 წლის შემდეგ შეეძლო, მაგრამ გასული ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრის დროს, რაფაელ ბენიტესმა ალვაროს „იუვენტუსში“ დატოვება გადაწყვიტა.
ფლორენტინო პერესი უკვე შეეხმიანა იტალიურ მხარეს და მორატასთან დაკავშირებით შეთავაზება გაუკეთა, თუმცა უარი მიიღო.
წესით, ალვარო სეზონის ბოლოს „ბლანკოსში“ უნდა დაბრუნდეს და ამას წინ ვერავინ აღუდგება, მაგრამ ზაფხულში „მერენგებს“ მოთამაშის დამატების საშუალება არ ექნებათ, რაც იმას ნიშნავს, რომ თუ 31 იანვრამდე მორატა მადრიდში არ დაბრუნდა, საქმე წყალში ჩაიყრება.
როგორც სჩანს, „იუვემ“ მადრიდულ გიგანტში არსებული სიტუაცია გამოიყენა და ალვაროს გაშვებაზე უარი თქვა, რაც იმას ნიშნავს, რომ ესპანელი დედაქალაქში ვეღარ დაბრნდება და მისი საქმე გადაწყვეტილია.
ამასთან ერთად, ესპანური წყაროები იმასაც გვამცნობენ, რომ პერესი ფორვარდთან დაკავშირებით გეგმა „ბ“-ს ამზადებს, თუმცა შინაარსი უცნობია.
- 16 იანვარი 2016
- 6 757
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.