დიახ, ეს ზიდანების ოჯახია
მადრიდის "რეალის" თავკაცი კლუბის მიმართ უდიდეს სიყვარულს მთელი ოჯახით გამოხატავს.
მოგეხსენებათ, ზიზუს ოთხივე ვაჟი "ბლანკოსის" აკადემიის ასაკობრივ გუნდებში ირიცხებიამ და მათ ლიდერებადაც მოიაზრებენ. ეს გასაკვირი არც არის, რადგან "გენები თავისას შვება". მიუხედავად პატარა ზიდანების ნიჭიერებისა, ხშირია საუბარი იმაზე, რომ მათ წარმატებულ ფეხბურთელებად სწორედ მამის ავტორიტეტის გამო მოიხსენიებენ. ამასთან დაკავშირებით სამეფო კლუბის დირექტორატის ერთ-ერთმა წევრმა, ხოსე ანხელ სანჩესმა ისაუბრა.
"მართალია ზინედინის ვაჟებზე ინფორმაცია ყველას იმიტომ აქვს, რომ ისინი ლეგენდარული ფეხბურთელების შვილები არიან, თუმცა ეს იმას არ ნიშნავს, რომ მათ ვინმე რამეში დამატებით ეხმარება. ზიზუ თავისი შვილებისგან მაქსიმალურს მოითხოვს და ოთხივე მათგან მადრიდის "რეალი" ისევე უყურებს და აღიქვამს, როგორც აკადემიის დანარჩენ წევრებს."
Marca.com
- 15 იანვარი 2016
- 3 715
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.