ზიდანმა ანჩელოტის დაურეკა
მადრიდის „რეალის“ მთავარმა მწვრთნელმა, ზინედინ ზიდანმა კარლო ანჩელოტისთან სატელეფონო ზარი განახორციელა...
ფრანგმა ლეგენდამ, იტალიელ სპეციალისტს რობერტ ლევანდოვსკის დათმობს სთხოვა.
მადრიდის „რეალი“ მზად არის, პოლონელ ფეხბურთელში 100 მილიონი ევრო გადაიხადოს და ფეხბურთელს სეზონის ბოლომდე „ბაიერნში“ დარჩენის საშუალება მისცეს.
მადრიდში ფიქრობენ, რომ თუ ანჩელოტი ხელმძღვანელობას რობერტის გაყიდვის უფლებას მისცემს, გერმანული მხარე უკან აღარ დაიხევს, ვინაიდან შეთავაზება მართლაც საოცარია.
ჯერ-ჯერობით უცნობია კარლიტოს პოზიცია, მაგრამ ფაქტია, რომ პოლონელი მოთამაშე საკუთარ პოზიციაზე თუ საუკეთესო არა, ერთ-ერთი საუკეთესო ნამდვილად გახლავთ, აქედან გამომდინარე მისი გადმობირება იოლი არ იქნება. მადრიდის „რეალს“ სულ რაღაც 2 კვირა რჩება.
- 15 იანვარი 2016
- 8 739
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.