ოფიციალური განცხადება

მადრიდის "რეალის" ოფიციალურ ვებ-გვერდზე განცხადება გამოქვეყნდა.

ინფორმაციის თანახმად, სამეფო კლუბი მომდევნო ორი სატრანსფერო ფანჯრის პერიოდში ვერანაირ სატრანსფერო გარიგებას ვერ განახორციელებს. ამის მიზეზად FIFA-ს დირექტორატმა რამდენიმე მიზეზი დაასახელა.

1. 18 წლამდე ლეგიონერების (უცხო ქვეყნის მოქალაქეები) არასათანადო რეგისტრაცია და მათი გაწევრიანება ასაკობრივ ნაკრებში ესპანეთის ფეხბურთის ფედერაციასთან შეუთანხმებლად.

2. ასევე უცხოელი 18 წლამდე მოთამაშეების გადმობირება უცხოური კლუბებიდან, სხვადასხვა მოთხოვნების დაუკმაყოფილებლობით.

3. ახალგაზრდა ფეხბურთელების არ გაფორმება, როგორც კლუბის ოფიციალური კუთვნილება.

როგორც ხედავთ, მადრიდის "რეალის" აკადემიაში დაფიქსირებული "შეცდომების" გამო, კლუბს აეკრძალა ტრანსფერების განხორციელება. განაჩენი დღეს გამოქვეყნდა და იგი ძალაში უახლოეს დღეებში შევა. მიუხედავად ამისა სამეფო კლუბი მაინც აპირებს FIFA-ს სანქციის გასაჩივრებას.

ზემოხსენებული საფუძვლები მადრიდული კლუბისთვის სრულიად მიუღებელია, აქედან გამომდინარე, კლუბი ბოლომდე ბრძოლას გეგმავს.

Realmadrid.com

  • Junior
  • 14 იანვარი 2016
  • 9 519
  • 0

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

სარეკლამო ადგილი

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 ლევანდოვსკი 14
2 ვინისიუსი 8
3 აიოზე 7
4 რაფინია 6

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...




მთვლელები

საიტის არქივი:

ნოემბერი 2024 (227)
ოქტომბერი 2024 (334)
სექტემბერი 2024 (311)
აგვისტო 2024 (90)
ივნისი 2024 (306)
მაისი 2024 (385)