პასუხი "ლივერპულს": "ოდეგარი არ იყიდება"
სამეფო კლუბსა და "ლივერპულს" შორის დიალოგი შედგა.
ინგლისელები მადრიდის "რეალის" პრეზიდენტთან დაკავშირებას დიდი ხანია ცდილობდნენ. მას შემდეგ რაც სათანადო წინადადება მოამზადეს ლივერპულელებმა, ესპანეთის დედაქალაქს ესტუმრნენ. ფლორენტინო პერესი სტუმრებს გაუმასპინძლდა და დიალოგიც შედგა.
საქმე ეხებოდა მარტინ ოდეგარის "ლივერპულში" გადაბარგებას. ბრიტანელები პერესს არწმუნებდნენ, რომ ნორვეგიელ ტალანს პრემიერ ლიგა ელოდებოდა და ის ინგლისის ჩემპიონატში დიდი გამოცდილებას მიიღებდა და რომ მადრიდის "რეალში" მას მომავალი არ აქვს. ეს შეხვედრა ჯიურგენ კლოპის დაჟინებული მოთხოვნით შედგა, რომელსაც ოდეგარის თავის შემადგენლობაში ჩარიცხვა ძალიან სურს.
დიდხნიანი საუბრის შემდეგ "ბლანკოსის" ხელმძღვანელობამ საბოლოო და გადამჭრელი პასუხი გასცა "ლივერპულის" წარმომადგენლებს: - "მარტინ ოდეგარი არ იყიდება. იგი "რეალში" დარჩება მანამ, სანამ თავად არ მოისურვებს წასვლას."
Marca.com
- 14 იანვარი 2016
- 3 202
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.