ზიზუ: "ფეხბურთს რესურსი არ გააჩნია"
როგორი სტილის მწვრთნელია ზიდანი? მიაღწევს თუ არა იგი წარმატებას? შეიყვარებენ თუ არა მას ფანები ისევე, როგორც ფეხბურთელობის დროს? ეს ყველა კითხვა ძალიან აქტუალურა.
ფრანგულ ტელევიზიაში ცდილობდნენ ყველაზე ხშირად დასმული შეკითხვებისთვის პასუხი გაეცათ. ზიდანს "მეორე ანჩელოტის" უწოდებენ და მისგან ყველა დიდ წარმატებებს ელოდება. ასეთი მოლოდინი კი ფრანგი სპეციალისტის პასუხისმგებლობას აორმაგებს.
გასაკვირი არ არის, რომ ზიდანს "პაპა კარლოს" ორეულად აღიქვამენ სამწვრთნელო საქმეში, რადგან იტალიელი სპეციალისტის გავლენა მასზე ნამდვილად არის. 2013-14 წლების სეზონში სწორედ მისგან ცდილობდა სადამრიგებლო ხრიკების სწავლას ზინედინი.
დოკუმენტური ფილმი, რომელიც ფრანგულ "ჩენელ პლიუსზე" გავიდა იწყება შემდეგი სიტყვებით: - "ფეხბურთს რესურსი არ გააჩნია. შენ მას ვერ ამოწურავ. ფეხბურთის იდეოლოგია არის ხშირი პასები. რაც უფრო მაღალ საფეხურზე ხარ, უფრო სახიფათო ხდება. მე არ ვარ ფეხბურთელი. მე უბრალოდ ვუსმენ მათ."
ზიდანი:
"მე მინდა ჩემმა ფეხბურთელებმა ითამაშონ იდეალური ფეხბურთი. მათ ვავალებ იყვნენ სწრაფები. იბრძოლონ ყველა ბურთისთვის, შეტევაშიც და დაცვაშიც. მიიღონ ყველაზე სწორი გადაწყვეტილება მანამდე, სანამ ბურთს მიიღებენ. როდესაც მათ ბურთი არ ექნებათ, მინდა, რომ გონებაში შეტევის განვითარების რამდენიმე ვარიაციამ გაუელვოთ, დაიბრუნონ ბურთი და მეტოქეს შეუტიონ. ჩემმა ფეხბურთელებმა მეტოქის საჯარიმოსთან ბურთი არ უნდა დაკარგონ, რადგან თავდამსხმელებს 80 მეტრით უკან მოუწევთ დახევა შეცდომის გამოსასწორებლად."
Marca.com
- 14 იანვარი 2016
- 6 558
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.