„იუნაიტედმა“ დე ხეას შემცვლელზე ფიქრი დაიწყო
SportMediaSet-ის ინფორმაციით, მანჩესტერ „იუნაიტედმა“ ძალიან კარგად იცის, რომ სეზონის ბოლოს დავიდ დე ხეა მადრიდის „რეალში“ გადაბარგდება, აქედან გამომდინარე ესპანელი მეკარეს სრულფასოვანი შემცვლელის ძიებაშია...
ესპანელ კარის დარაჯსა და ამჟამინდელი კლუბის ხელშეკრულებაში არსებობს პუნქტი, რომლის მიხედვითაც, 2019 წლამდე ნებისმიერ საზაფხულო სატრანსფერო ფანჯრის დროს, დავიდს შეუძლია კლუბი დატოვოს და სხვაგან განაგრძოს კარიერა.
ასევე ცნობილი ხდება, რომ ფლორენტინო პერესი დე ხეას აუცილებლად შეიძნებს და მისთვის 40 მილიონი ევრო უკვე გამოყოფილია.
„იუნაიტედის“ მეკარეობით ერთ-ერთი კანდიდატი კი მილანელი დონარუმა გახლავთ.
- 13 იანვარი 2016
- 4 316
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.