„პსჟ“ კროოსის სანაცვლოდ 50 მილიონს იხდის
ესპანურ მედიაზე დაყრდნობით, კროოსის „რეალიდან“ წასვლის შანსი მნიშვნელოვნად გაიზარდა...
აღსანიშნავია, რომ ზინედინ ზიდანს „დეპორტივოსთან“ მატჩი დროს დაცვისა და საყრდენი ნახევარდაცვის თამაში დაუწუნეს.
ექსპერტები ერთხმად თანხმდებიან იმაზე, რომ გუნდს საყრდენი სჭირდება.
მართალია მოდრიჩისა და კროოსის დუეტი იდეალურად გამოიყურება, მაგრამ არცერთი მათგანი არ არის საყრდენი და შეტევების ჩაშლა პრობლემდება.
„ბარსელონა“, „ბაიერნი“, „ატლეტიკო“, „სიტი“, „პსჟ“ და სხვა გუნდები, რომლებიც შეტევაში ნაყოფიერები არიან, ყოველთვის დიდ საფრთხეს შეუქმნიან მადრიდულ გუნდს, ამიტომ სუფთა სტილის ჩამშლელი აუცილებელია.
ზიდანისთვის პოლ პოგბას კანდიდატურა იდეალურია, რომელსაც შესანიშნავად შეუძლია შეტევების ჩაშლაც და დაწყებას, მას ხშირად ადარებენ ჩაბი ალონსოს.
შექმნილი სიტუაციის გამოყენება სურს „პსჟ“- და ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრის დროს მზად არის, მადრიდული გუნდიდან ტონი კროოსი წაიყვანოს, სანაცვლოდ კი ფლორენტინო პერესს 50 მილიონი ევრო „ჩაუთვალოს“.
ჯერ-ჯერობით უცნობია მადრიდელთა პოზიცია, მაგრამ ზაფხულამდე კიდევ დიდი დროა.
- 13 იანვარი 2016
- 2 164
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.