პერესს ზიზუს მოთხოვნის დაკმაყოფილება 126 მილიონი დაუჯდება
მადრიდის "რეალის" და ლონდონის "ჩელსი" მოლაპარაკებებს აწარმოებენ.
როდესაც სამეფო კლუბის მთავარ მწვრთნელად ზინედინ ზიდანი დაინიშნა, ფლორენტინო პერესი მას ნებისმიერი სურვილის შესრულებას დაპირდა. ფრანგმა სპეციალისტმა კი "ბლანკოსის" პრეზიდენტს აზარის შეძენა მოსთხოვა.
გამომდინარე იქიდან, რომ "ჩელსი" ვერც ინგლისის ჩემპიონატში ბრწყინავს და ვერც ჩემპიონთა ლიგაზე, ბელგიელმა ფეხბურთელმა გუნდის დატოვება გადაწყვიტა და იგი მზად არის მადრიდში გადაბარგებისთვის. კლუბები ამ ეტაპზე მოლაპარაკებებს აწარმოებენ. რომან აბრამოვიჩმა, ფლორენტინო პერესს ბელგიელი ვარსკვლავის სანაცვლოდ 126 მილიონი ევრო მოსთხოვა. ეს არის ერთადერთი წინადადება, რომელსაც ლონდონელები დათანხმდებიან. წინააღმდეგ შემთხვევაში "ჩელსი" ედენ აზარს გუნდიდან არ გაუშვებს.
Bernabeudigital.com
- 12 იანვარი 2016
- 5 435
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.