გონსალო იგუაინი
მადრიდის რეალში ძალიან ბევრი ვარსკვლავი ასპარეზობს და ასპარეზობდა. ახლა კი ,,soccer.ru" მოგვითხრობს ერთ-ერთ მათგანზე გონსალო იგუაინზე.
არაა გასაკვირი, რომ ის ფეხბურთელი გახდა, რადგან მამამისი ხორხე იგუაინი ცნობილი და ძალიან კარგი მცველი იყო. მოგვიანებით მან მხოლოდ სამშობლოში თამაშზე გააკეთა აქცენტი. მან საფრანგეთში გაიცნო მისი მომავალი ცოლი, მსახიობი ნენსი ზაკარიაში. მათ პირველ შვილს ფედერიკო ერქვა. ხორხე იმ დროს საფრანგეთი პირველი დივიზოინის გუნდ ,,ბრესტში" ასპარეზობდა და ამ დროს მოინდომა ნენსიმ მეორე შვილის გაჩენა. სწორედ ამ მეორე შვილს დაარქვეს გონსალო, რომელიც საფრანგეთში დაიბადა, მაგრამ მან იქ მხოლოდ 10 თვე დაჰყო ისე, რომ ვერც ფრანგული ისწავლა და ვერც სიარული. შემდეგ ხორხე სათამაშოდ ,,რივერ პლეითში" გადავიდა. გონსალოს ზალიან მოსწონდა ფეხბურთი და სწორედ მას გაჰყვა, ასევე ამ უნიკალური თამაშით მოხიბლული იყო ფედერიკოც. ორივემ ეს გზა აირჩია. ერთ დროს ისინი კონკურენტებიც კი იყვნენ. გონსალოს ტალანტი გაცილებით უფრო სწრაფად განვითარდა და ის ახლა "რეალში" გამოდის, ფედერიკო კი ვერა და ვერ ახერხებს ააცილოს თავი არენდებს.
ჩვენ ძირითადად გვაინტერესებს გონსალო და არა მისი ძმა. ის მამამისთნა ერთად გაემგზავრა საფრანგეთში 1998 წლის მუნდიალზე და ადევნა თვალი მსოფლიო პირველობას, იხილა მან უნიკალური ფეხბურთი და მის გრძნობებში ფეხბურთელის სისხლმა გაიღვიძა. 17 წლის ასაკში მას უკვე დებიუტი ჰქონდა არგენტინის ელიტაში. მან თავი გამოიჩინა არგენტინულ ,,ელ კლასიკოში" და რივერს დუბლი შეუსრულა. მაშინდელმა ბოკას მწვრთნელმა დანიელ პასარელამ გონსალოს უდიდესი მომავალი უწინასწარმეტყველა. ამ ყველაფერს ნებისმიერი ადამიანი დაინახავდა. შემდეგ კი ის მოხვდა მადრიდის რეალში დიახ რეალში! ის ამ დროს მხოლოდ 19 წლის იყო და ჩვენი საყვარელუ კლუბი იმ დროს სწორედ არგენტინელ ტალანატბეს აკვირდებოდა და მასთან ერთად რეალმა გაგოც გადაიბირა.
პირველად არგენტინელი მოედანზე 21 დეკემბერს გავიდა. რა თქმა უნდა ეს მხოლოდ პრეზენტაცია იყო, ხოლო მისი დებიუტი კი უკვე შემდეგ წელს ,,სარაგოსასთან" მატჩში შედგა. იმ სეზონში მან მხოლოდ 2 ბურთი შეაგდო, რაც ძალიან ცოტაა, მაგრამ იგრძნობოდა, რომ გონსალო ეძებდა საკუთარ თავს. ის ვერ იტანდა ბურთებს რაღაც სასწაული პოზიციებიდან, მაგრამ მან ეს ყველაფერი ისწავლა. შემდეგი სეზონიდან მან არამარტო გოლების გატანა დაიწყო, არამედ პასებითაც ამარაგებდა თანაგუნდელებს. ამის გარდა მან გოლი გაუტანა ,,ბარსას" ,,ელ კლასიკოზე" ალბათ ყველას ახსოვს ეს მატჩი, როცა რეალმა ბარსა 4-1 გაანადგურა. ის რობენიც ნაცვლად შევიდა მოედანზე და 1 წუთის შემდეგ მოახერხა გოლი გატანა ვალდესის კარში.
ახლა წავიდეთ წარსულში და გავიხსენოთ გონსალო, როცა მას საფრანგეთის მოქალაქეობა ჰქონდა და არ უნდა მისი დაკარგვა. მას არ სურდა, რომ ყოფილიყო ლეგიონერი. 2006 წელს ის არგენტინის ახალგაზრდულ ნაკრებში გამოიძახეს, მარგამ იგუაინს არ უნდოდა ეჩქარა და ფიქრი გადაწყვიტა. მას უნდა მიეღო ზალიან მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება. დამტკიცდა, რომ იგუაინს შეეძლო ჰქონოდა ორმაგი მოქალაქეობა, რაც ძალიან სასიხარულო ინფორმაცია იყო მისთვის. 2008 წელს იგი იქნა გამოძახებული ოლიმპიურ ნაკრებში, ხოლო 2009-ში კი დონ დიეგომ მას ყურადღება მიაქცია და არგენტინის ნაკრებში გამოიძახა.
ახლა კი მას ნაკრებში ყველაფერი ნორმალურად აქვს. მან დაიპყო გულშემატკივართა გულები და გოლებიც გააქვს. მისი ნაკრებში გამოძახება და იმ 14-ეულში მოხვედრა, რომლებიც მუნდიალზე გაემგზავრებიან, გამოწვეულია იქიდან, რომ იგი უნიკალურად ასპარეზობს ,,თეთრებში" და Gაჩერებას არ აპირებს. მან წინა სეზონში 22 გოლი გაიტანა, რაც კარგი შედეგია. ამჯერად კი იგი რეალის წამყვან ფიგურად გვევლინება.
გასაგებია, რომ სეზონის დაწყებამდე არავინ ელოდა იმას, რომ იგუაინი ძირითადში კი არა საერთოდ გუნდში დარჩებოდა, რადგან აქ მსოფლიო დონის ვარსკვლავები მოვიდნენ, მაგრამ ის არ გაჩერდა და ამ წამს მთელ გუნდს სწორედ ის უძღვება და არა კარიმი!
რეალს კარგი ფეხბურთელები ყავს, მაგრამ საუკეთესო არგენტინელია და ის ამას ამტკიცებს. მან ლამაზი ბურთები გაუტანა ,,სარაგოსას" და ,,მალიორკას". ატლეტიკთან წაგების ერთ-ერთი უმთავრესი მიზეზი სწორედ გონსალოა. მე მინდა წარმატება ვუსურვო ამ შესანიშნავი მომავლის მქოდე ფეხბურთელს.
და აქვე მინდა შემოგთავაზოთ გონსალო იგუაინის ვიდეო,მისი ყველა გოლი ამ სეზონში.
ინფორმაციის წყარო:soccer.ru
- 18 იანვარი 2010
- 1 899
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.