კარვახალი: „ზიდანმა შეტევაზე გააკეთა ორიენტირი“
დანი კარვახალმა მადრიდის „რეალის“ შემადგენლობაში 100 მატჩი ჩაატარა.
"მესამე სეზონს ვატარებ სამეფო კლუბის ძირითად გუნდში და უკვე 100 შეხვედრა მაქვს ჩატარებული. ეს ჩემთვის ძალიან მნიშვნლოვანია, რადგან მე სწორედ „ბლანკოსში“ აღვიზარდე და ვისწავლე ფეხბურთის თამაში. იმედი მაქვს გაცილებით უფრო მეტი ჩატარებული შეხვედრა დამიგროვდება მთელი კარიერის განმავლობაში."
"მინდა განსაკუთრებით დიდი მადლობა გადავუხადო ფანებს. ისინი შეხვედრის დაწყებიდან, მატჩის ბოლო წამამდე გვქომაგობდნენ და გვერდში გვედგნენ. მადრიდისტებმა იხილეს საკმაოდ კარგი ფეხბურთი და ბევრი გოლი. მათი თანადგომა ჩვენთვის უმნიშვნელოვანესია. იმედი მაქვს ასეთი მატჩები კიდევ ბევრი იქნება მიმდინარე სეზონში."
"დახურულ კარს მიღმა უამრავი რამ ხდება. გასახდელში ჩვენ ვისმენდით რაფა ბენიტესის დარიგებებს, ახლა კი ზიდანთან გვიწევს ურთიერთობა. ფრანგი სპეციალისტი თითოეულ ფეხბურთელთან ინდივიდუალურად საუბრობს და ცდილობს კლუბში არსებული ვითარება მათთან ერთად გაარჩიოს. დღევანდელი მისი სადებიუტო მატჩი ძალიან წარმატებული გამოდგა."
Realmadrid.com
- 10 იანვარი 2016
- 2 622
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.