პირველი სელექციური თავსატეხი

ზინედინ ზიდანი ძირითადი შემადგენლობის ჩამოყალიბებას იწყებს.

მადრიდის "რეალის" ახალ თავკაცს პირველადი გადაწყვეტილების მისაღებად 23 საათი აქვს. ზიდანს პეპეს და რამოსის დუეტის დაშლა არ სურს, თუმცა მას გამორჩეულად ხიბლავს სათადარიგოთა სკამზე მყოფი ახალგაზრდა ცენტრალური მცველი, რაფაელ ვარანი. ზიზუს სწორედ პეპეს და ვარანს შორის მოუწევს გადაწყვეტილების მიღება.

შეგახსენებთ, რომ რაფაელი სამეფო კლუბში ჯერ კიდევ 18 წლის ასაკში მოვიდა სწორედ ზიდანის რეკომენდაციით და მთელი ამ ხნის მანძილზე იგი პროტექციას უწევდა ვარანს ფლორენტინო პერესთან, რაც დიდ ერთგულებაზე და ნდობაზე მეტყველებს. თავის მხრივ ზიზუს ძალიან მოსწონს გამოცდილი პორტუგალიელი მცველი.

რაფა ბენიტესის თავკაცობის პერიოდში პეპეს და ვარანს დიდი ბრძოლა არ გამოუცხადებიათ ერთმანეთისთვის ძირითად შემადგენლობაში მოსახვედრად, თუმცა ეს გასაკვირი იმიტომ არ არის, რომ ორივე მოთამაშე მონაცვლეობით იღებდა ტრავმებს და ბენიტესს არჩევანის გაკეთების საშუალება არ მისცემია. ახლა კი ჯერი ზიდანზეა. ორივე ცენტრალური მცველი სრულად არის ჯანმრთელი და მათგან ერთ-ერთს ხვალ მწვანე მიდორზე პირველივე წუთებიდან ვიხილავთ.

Marca.com

  • Junior
  • 8 იანვარი 2016
  • 5 329
  • 0

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

სარეკლამო ადგილი

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 ლევანდოვსკი 14
2 ვინისიუსი 8
3 აიოზე 7
4 რაფინია 6

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...




მთვლელები

საიტის არქივი:

ნოემბერი 2024 (227)
ოქტომბერი 2024 (334)
სექტემბერი 2024 (311)
აგვისტო 2024 (90)
ივნისი 2024 (306)
მაისი 2024 (385)