ედგარ დავიდსი:„სამეფო კლუბმა გარისკა“
ჰოლანდიელი ფეხბურთელის, ედგარ დავიდსის განცხადებით, ზინედინ ზიდანის დანიშვნით მადრიდის „რეალმა“ ყველას დაუმტკიცა, რომ რისკიანი გუნდია...
„სამეფო კლუბმა აშკარად გარისკა. წარმოიდგინეთ, კლუბის სათავეში მოვიდა ადამიანი, რომელსაც გამოცდილება აკლია, თუმცა უნდა აღინიშნოს, რომ ეს ადამიანი ზინედინ ზიდანი გახლავთ.“
„არ მსურს პარალელი გუარდიოლასთან გავავლო, ვინაიდან კატალონიაში განსხვავებული სიტუაცია იყო, თუმცა უნდა აღინიშნოს, რომ არც პეპს ჰქონდა დიდი გამოცდილება.“
„ფრანგი ლეგენდა ფეხბურთელებისთვის დიდი მოტივაცია იქნება.“
„ტურინში ასპარეზობის დროს ზიდანთან კარგი ურთიერთობა მქონდა, მისი მთავარი დადებითი თვისება მყარი ნერვებია.“
„პირადად მე, მადრიდული გუნდის თამაშებს გაცილებით უფრო დიდი ყურადღებით და ინტერესით დავაკვირდები. საინტერესოა, როგორი სტილით ითამაშებს, ფრანგი ლეგენდის კოლექტივი.“
- 6 იანვარი 2016
- 6 691
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.