რონალდოს სტატისტიკური მონაცემები ლა ლიგაზე
გთავაზობთ მადრიდის "რეალის" ლიდერის პორტუგალიელი კრიშტიანო რონალდოს სტატისტიკურ მონაცემს ლა ლიგაზე...
როგორც იცით ის "ბლანკოსში" 2009-2010 წლის სეზონში გადმოვიდა და პირველივე სეზონში შესანიშნავი შედეგი აჩვენა. ბომბარდირთა დავაში მან მე-3 ადგილის დაკავებაც მოახერხა 26 გოლით, თუმცა აღსანიშნავია, რომ მეორე ადგილზე მყოფი გონსალო იგუაინი პორტუგალიელს მხოლოდ 1 გატანილი ბურთით უსწრებდა. რაც შეეხება პირველ ადგილს, 2009/10 წლების ლა ლიგის ბომბარდირი გახლდათ კატალონიის "ბარსელონას" ლიდერი, არგენტინის ეროვნული ნაკრების თავდამსხმელი ლიონელ მესი.
2010-2011 წლების სეზონში თავდამსხმელმა მართლაც, რომ იდეალური შედეგი აჩვენა. მან გააოცა მთელი მადრიდი და ესპანეთი, როცა ბომბარდირთა დავაში პირველი ადგილის მფლობელმა 40 გატანილი ბურთი დააგროვა. მე-2 ადგილს იკავებდა ლიონელ მესი 31 ბურთით, ხოლო მე-3 ადგილზე კი იყო "სევილიის" ფეხბურძთელი ნეგრედო 20 გატანილი გოლით.
2011-2012 წლების სეზონი უკვე გაცილებით წარმატებული აღმოჩნდა რონალდოსთვის, რადგან მან თავისი შედეგის გაუმჯობესებაც მოახერხა, თუმცა ამით პირველი ადგილი ვერ დაიკავა და მეორეს დასჯერდა. პორტუგალიელს ქონდა 46 გატანილი ბურთი და პირველ ადგილოსანი ლეო მესი მას 4 გოლით წინ უსწრებდა. რაც შეეხება მესამე ადგილს, ის დაიკავა რადამაელ ფალკაომ კოლუმბიელმა ფეხბურთელმა 24 გატანილი გოლით მოიწონა თავი.
შემდეგ 2012-2013 წლების სეზონში კრიშტიანოს შედეგი საგრძნობლად დაეცა, რადგან მან მხოლოდ 34 ბურთის გატანა მოახერხა. პირველ ადგილზე მყოფი მესი კი პორტუგალიელს 12 გატანილი ბურთით უსწრებდა. რაც შეეხება მესამე ადგილს, ის კვლავ კოლუმბიელმა ფალკაომ დაიკავა 28 გატანილი გოლით.
სიტუაცია შეიცვალა 2013-2014 წლების სეზონში სადაც მართალია რონალდომ პირველი ადგილი დაიკავა, თუმცა გოლების რაოდენობას კვლავ უკლო და 31 დასჯერდა. რაც შეეხება მეორე ადგილს, მას იკავებდა არგენტინელი ლეო მესი 28 გატანილი გოლით, ხოლო მესამეს "ატლეტიკოს" ესპანელი მოთამაშე დიეგო კოშტა 27 ბურთით.
გასული 2014-2015 წლის სეზონში პორტუგალიელმა თავისი შედეგი გააუმჯობესა და ახლოს იყო მთლიანად ლა ლიგის ბომბარდირთა რეკორდის დამხობასთან, რომელიც უტოლდებოდა 50 ბურთს. კრიშტიანომ ეს ვერ მოახერხა, თუმცა ამ სეზონში გაიტანა 48 ბურთი და პირველ ადგილს დასჯერდა. რაც შეეხება მეორე და მესამე ადგილებს ის დაიკავეს კატალონიის "ბარსელონას" მოთამაშეებმა მესიმ და ნეიმარმა.
როგორც ხედავთ ყველაზე შედეგიანი პორტუგალიელისთვის ლა ლიგაზე იყო 2014-2015 წლების სეზონი სადაც 48 ბურთის გატანა მოახერხა. იმედია კვლავ შეძლებს ამ შედეგის გაუმჯობესებას რონალდო.
- 6 იანვარი 2016
- 5 511
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.