ზიდანი შემადგენლობაში ცვლილებებს გეგმავს
გავრცელებული ინფორმაციით, ზინედინ ზიდანი მადრიდის „რეალის“ ძირითად შემადგენლობაში გარკვეულ ცვლილებებს გეგმავს...
ექსპერტები ვარაუდობენ, რომ რაფაელ ვარანის ძირითადი შემადგენლობისკენ გზა გახსნილი აქვს და ის პეპეს ჩაანაცვლებს, თუმცა ეს იმას არ ნიშნავს, რომ კეპლერი მუდმივად სათადარიგოთა სკამზე მოგვევლინება.
სასტარტოში თამაშს უწინასწარმეტყველებენ ისკო ალარკონსაც, მაგრამ უნდა აღინიშნოს, რომ ზინედინს ძალიან მოსწონს ხამეს როდრიგესიც, აქედან გამომდინარე, გამორიცხული არ არის ისკო-ხამესის დუეტიც ვიხილოთ.
ამასთანავე ვრცელდება ინფორმაცია, რომ ზიდანი გარეთ ბეილს პოზიციას ნაწილობრივ შეუცვლის და უფრო მეტ მობილურობას დაავალებს. უელსელ ფეხბურთელს ახალი დავალებების მიღებას უწინასწარმეტყველებენ.
რაც შეეხება კრიშტიანო რონალდუს. ფრანგი ლეგენდა, პორტუგალიელი ვარსკვლავის ცენტრალურ ფორვარდად დაყენებას კატეგორიულად ეწინააღმდეგება. სავარაუდოდ, „შვიდიანს“ ზუსტად ისეთი თავისუფლება მიეცემა, როგორიც ჟოზე მოურინიოს და კარლო ანჩელოტის მწვრთნელობის დროს ჰქონდა.
ჯერ-ჯერობით უცნობია ვინ გამწესდება დაცვის მარჯვენა ფლანგზე, სადაც ძალიან დიდი კონკურენციაა. ერთმანეთს დანიელ კარვახალი და დანილო ეპაექრებიან.
- 5 იანვარი 2016
- 8 094
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.