„სიტიმ“ ფსონი გაზარდა
ინგლისურ მედიაზე დაყრდნობით, მადრიდის „რეალში“ არსებული ცვლილებების გამო, მანჩესტერ „სიტიმ“ ფსონი გაზარდა...
ინგლისელებს რაფა ბენიტესსა და ისკოს შორის არსებული დაძაბულობის გამოყენება და ფეხბურთელის გადაბირება სურდათ.
„სიტის“ შეთავაზება 43 მილიონიანი იყო და მოლაპარაკებებს წარმატებული ბოლო უჩანდა, მაგრამ საყოველთაოდ ცნობილია, რომ ზინედინ ზიდანი ალარკონს დიდ პატივს სცემს, ვინაიდან ის სწორედ მისი სტილის მოთამაშეა.
თავის მხრივ, აღარც ისკო ფიქრობს კლუბის დატოვებაზე, რადგან ბენიტესის ეპოქა წარსულს ჩაბარდა და მას შეუძლია „რეალში“ კვლავაც იმოღვაწეოს.
გავრცელებული ინფორმაციით, „სიტი“ მზად არის ახალგაზრდა ნახევარმცველის სანაცვლოდ არა 43, არამედ 57 მილიონი ევრო გადაიხადოს, ფეხბურთელის სახელფასო პირობები კი ანალოგიური დატოვოს.
ახლა ჯერი პერესზეა, მაგრამ მადრიდში ეჭვი არ ეპარებათ, რომ პრეზიდენტი მთავარ მწვრთნელს აუცილებლად მოუსმენს.
- 5 იანვარი 2016
- 3 515
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.