სოლარი ზიდანის თანაშემწე?
გავრცელებული ინფორმაციით, ზინედინ ზიდანის თანაშემწე მადრიდის „რეალის“ კიდევ ერთი ლეგენდარული ფეხბურთელი გახდება...
საუბარია სანტიაგო სოლარიზე, რომელიც წლების მანძილზე იცავდა „ბლანკოსის“ ღირსებას.
ამასთან ერთად ვრცელდება ინფორმაცია, რომ სანტიაგო შესაძლოა, „კასტილიას“ მთავარ მწვრთნელად მოგვევლინოს, თუმცა უფრო დიდი შანსია, რომ სოლარის თანაშემწეობა მოუწიოს და „კასტილია“ სხვა სპეციალისტმა ჩაიბაროს.
მადრიდისტებისთვის კი ძალიან სასიამოვნო იქნება სამწვრთნელო ლოჟაში ზიზუსა და სოლარის დუეტის ხილვა.
- 4 იანვარი 2016
- 3 838
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.