პრესა:„9 იანვარს, „დეპორტივოს“ წინააღმდეგ „რეალს“ ახალი მწვრთნელი ეყოლება
როგორც სჩანს, მადრიდის „რეალის“ ხელმძღვანელობას მოთმინების ფიალა ნამდვილად აევსო და რაფაელ ბენიტესი ხვალ თანამდებობას დატოვებს...
ევროპულ პრესაზე დაყრდნობით, სამეფო კლუბის ხელმძღვანელობა აქტიურ მოლაპარაკებებს აწარმოებს მწვრთნელობის რამდენიმე კანდიდატთან, მაგრამ ყველაზე დიდი შანსი ზინედინ ზიდანს აქვს, რომელიც „კასტილიას“ უდგას სათავეში.
9 იანვარს, „ბლანკოსი“ 2016 წლის მეორე მატჩს გამართავს „დეპორტივოს“ წინააღმდეგ, სადაც კლუბს ახალი მწვრთნელი უნდა ჰყავდეს. ამ მოსაზრებას ეთანხმებიან ჟურნალისტები და ექსპერტებიც.
- 4 იანვარი 2016
- 3 454
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.