ბენიტესი:„შესანიშნავად ვითამაშეთ“

მადრიდის „რეალის“ მთავარმა მწვრთნელმა, რაფაელ ბენიტესმა მატჩისშემდგომი პრესკონფერენცია გამართა...

„მიუხედავად იმისა, რომ ვერ გავიმარჯვეთ, ჩემმა ბიჭებმა შესანიშნავად ითამაშეს და ყველაფერი გააკეთეს იმისათვის, რომ 3 ქულა მოეპოვებინათ. სინანული ნამდვილა არსებობს, მაგრამ ამ ყველაფერს თან სიხარულიც და სიამაყეც ახლავს. „მესტალიაზე“ მაქსიმალურად დავიხარჯეთ.“

„ჩვენ ვნახეთ დიდი გუნდი, რომელმაც ათი კაცით შეძლო წინ გასვლა, თუმცა ბოლოს აღარ გაუმართლა. ფეხბურთელებს დიდ მადლობას ვუხდი.“

„ვეცდები გუნდმა კიდევ უფრო მოუმატოს, მაგრამ თამამად ვიტყვი, რომ ფეხბურთელები დღეს მოწოდების სიმაღლეზე იდგნენ და თვალწარმტაცად კომბინირებდნენ.“

„სამწუხაროდ, გოლის გატანის შემდეგ კონცენტრაცია ვერ შევინარჩუნეთ და ნევილის გუნდს მალევე მივეცით წონასწორობის აღდგენის საშუალება. გუნდი კომპაქტურად თამაშობდა და 90 წუთის მანძილზე ამტკიცებდა, რომ გამარჯვებას იმსახურებდა.“

„ბენზემას გასვლა იმან განაპირობა, რომ ბურთის უფრო მეტი კონტროლი მსურდა, თუმცა კოვაჩიჩი მალევე გააძევეს და გეგმები აირია.“

„ვარანი? ყველას ვერ მივცემ შანსს. ფრანგს ტრავმა ჰქონდა, მაგრამ აღდგენითმა პროცესმა შესანიშნავად ჩაიარა. ის მომდევნო პაექრობებში დაგვეხმარება.“

  • Hala
  • 4 იანვარი 2016
  • 4 630
  • 0

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

სარეკლამო ადგილი

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 ლევანდოვსკი 14
2 ვინისიუსი 8
3 აიოზე 7
4 რაფინია 6

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...




მთვლელები

საიტის არქივი:

ნოემბერი 2024 (227)
ოქტომბერი 2024 (334)
სექტემბერი 2024 (311)
აგვისტო 2024 (90)
ივნისი 2024 (306)
მაისი 2024 (385)