პარაზიტი - სახელად ბენიტესი

მოდით განვიხილოთ ყველა ის პრობლემა, რომელიც გუნდს უსუსურ მდგომარეობაში აყენებს და ბენიტესისადმი ზიზღს აძლიერებს

გუნდში ბენიტესის დანიშვნის დღიდან წარმოიშვა უდიდესი პრობლემები, რომლებიც გუნდზეც და თეთრი ინჩადის განწყობაზეც მკაფიოდ აისახა. უკვე რამდენიმე თვეა "ლოს გალაქტიკოსად" წოდებული გუნდი, რომელიც მეოცე საუკუნის საუკეთესო კლუბის ტიტულს ატარებს, მოლოდინს ვერ ამართლებს და ვერანაირ კრიტიკას ვერ უძლებს. ლა ლიგის პირველმა წრემ თვალნათლივ დაგვანახა, თუ რას წარმოადგენს დღევანდელი "რეალი", რა სიტუაციაშია გუნდი და რა ხდება შიდა სამზარეულოში.

თავდაპირველად, კრიტიკის ქარ-ცეცხლში დონ ფლორენტინო პერესი აღმოჩნდა, რომელმაც ზაფხულის სატრანსფერო ფანჯარაზე, რომელიც არცისე მოკლე პერიოდი გრძელდება, ვერ შესძლო დავიდ დე ხეას გაფორმება, საბუთების დაგვიანებით გადაგზავნა-გადმოგზავნის გამო. ასეთი შეცდომა და დაუდევრობა ეგრეთწოდებული მადრიდული გიგანტის, იურისტთა ჯგუფს არ ეკადრება და დიდი სირცხვილიცაა.

იურისტებს თავი დავანებოთ, მთვარი არა შარვალ-კოსტუმიანი პირების მდგომარეობა, არამედ გუნდში შემავალი შორტიანების სათამაშო ფორმა და ხარისხია, რომლითაც გუნდი ვერც სეზონის დასაწყისში და ვერც ახლა დაიკვეხნის. სეზონის დაწყებას უამრავი ტრავმა და ლაზარეთის გავსება მოჰყვა. ლა ლიგის პირველ წრეში, გუნდის წამყვანი ფეხბურთელების 90% ტრავმირებული აღმოჩნდა. მძიმე ტრავმა მიიღო ხამესმა, ლაზარეთში აღმოჩნდნენ: რამოსი, პეპე, მარსელო, ბეილი, კარვახალი, მოდრიჩი. ბენზემა მხოლოდ ტრავმას არ დასჯერდა და უდიდეს სკანდალშიც გაეხვა, ვალბუენას საქმესთნ დაკავშირებით და სასმართლო სხდომებზეც მოუწია სიარული. ასეთი ტრავმების ეპიდემია შესაძლოა მხოლოდ ერთ რამეს დავაბრალოთ, ამას ფიზიოლოგიური მოუმზადებლობა და არასახარბიელო კონდინციები ჰქვია, რაც არა რომელიმე ფეხბურთელის, არამედ რაფა ბენიტესის სამწვრთნელო შტაბის ბრალია, რომლებმაც 6 თვის მანძილზე სახარბიელო ვერაფერი გააკეთეს. ტრავმიანობასთან ერთად მადრიდის "რეალის" ფეხბურთელები ნებისმიერ მატჩში მინიმუმ 10 კილომეტრით ნაკლებს დარბიან, ვიდრე მოწინაარმდეგე გუნდის მოთამაშეები, როდესაც კარლო ანჩელოტის გუნდი განსაკუთრებული ინტენსივობით ირჯებოდა თითოეულ მატჩში მინიმუმ 100კმ-ს ფარავდა და შედეგიც სახეზე იყო.

მხოლოდ ფიზ მომზადება, რომ იყოს პრობლემა ალბათ მადრიდისტები ცოტას დაწყნარდებოდნენ, მაგრამ სამწუხაროდ ეს ასე არაა. ახლა თითოეული გულშემატკივრისთვის მტკივნეულ თემას, რაფაელ ბენიტესს უნდა შევეხოთ, რომელმაც იმის მაგივრად, რომ გუნდის შემტევ ფილოსოფიას მორგებოდა და შეეთვისებინა, თავისი არაფრის მომცემი ფილოსფია(თუ შეიძლება ამას საერთოდ ფილოსოფია ვუწოდოდთ) მოახვია გუნდს თავს. ქაოსი და განუკითხაობა - სიტყვები, რომელიც გუნდის დაცვა-ნახევარდაცვა-თავდასხმას იდეალურად აღწერს. თავდაპირველად გუნდის დამცავი რგოლი მეკარიანად იდეალურად გამოიყურებოდა, რაზეც კოსტარიკელი კიპერის მშრალი სერიაც მოწმობს, მაგრამ ზედიზედ რამდენიმე მატჩში გოლის არ გაშვება, მაინც არ აძლევდა თეთრ პუბლიკას სიამოვნების საშუალებას, რადგან მოსალოდნელი პრობლემები ნელნელა იკვეთებოდა. პირველი პრობლემა, გულისტკენა, იმედგაცრუება, უსუსურობა და ბენიტესისადმი ზიზღი ელ კლასიკოს შემდეგ წარმოიშვა, სადაც მადრიდის "რეალი" 0-4 განადგურდა "სანტიაგო ბერნაბეუზე." ეს მარცხი იყო უდიდესი დარტყმა და იმედების გაქარწყლება ჩვენთვის. თითოეული საფეხბურთო ექსპერტი, მატჩის შემდეგ მოელოდა პერესის რადიკალურ ნაბიჯებს, რომლებიც ბენიტესის გადადგომას შეეხებოდა, მაგრამ დონ ფლორენტინომ არც მეტი არც ნაკლები სრული მხარდაჭერა გამოუცხადა ესპანელ ეგრეთწოდებულ სპეციალისტს. "ბარსელონასთან" წაგების შემდგ მადრიდელთა სატურნირო მდგომარეობა გაუარესდა და იმედებმაც ნელნელა გაქრობა დაიწყო, მაგრამ კატალონიელებმა იდეალური საჩუქარი გაუკეთეს თეთრებს და ქულები დაკარგეს. ახლა ჯერი ბენიტესის გუნდზე იყო, მათ უბრალოდ უნდა გაემარჯვათ "ვილიარეალთან", მოეპოვებინათ 3 ქულა და დასახულ მიზანთან მიახლოვებულიყვნენ, მაგრამ ამის მაგივრად მინიმალური სხვაობით დამარცხდნენ და მდგომარეობა კიდევ უფრო გაირთულეს. ამ მარცხსაც ბუნებრივია მოჰყვა უდიდესი კრიტიკა, პერესის, ფეხბურთელების, სამწვრთნელო შტაბის, დამლაგებლების, გაზონის მკრიჭავების და უპირველესად ბენიტესის მისამართით, მაგრამ გუნდში მაინც არაფერი შეიცვალა, მიუხედავად იმისა, რომ აგორდა ჭორი, თითქოსდა თავად ზიდანი უნდა ყოფილიყო ბენოს შემცვლელი, უმოკლეს ვადებში, მაგრამ ბედკრულ მადრიდისტებს კიდევ ერთხელ გაუცრუვდათ იმედები. ამას დაემატა გუნდში არსებული დაძაბულობა და არეულობა, რაც ჯერ რონალდოსა და ბენიტესის შესაძლო დაპირისპირებას, შემდეგ ხამესთან დაძაბულ ურთიერთობას შეეხებოდა. "ვილიარეალთან" განცდილი მარცხის შემდეგ, გუნდმა გამანადგურებელი ანგარიშებით იმარჯვა და თითქოს დაწყნარების მიზეზი მისცა ფანებს, მაგრამ გულის სიღრმეში ყველა ხვდებოდა, თუ რაოდენ რთულად იყო საქმე. "კატალონიელები", რომ გულუხვები არიან ამაში ყველა დამეთანხმება და ასეცაა, რადგან მათ კიდევ ერთი დიდი საჩუქარი გაუკეთეს "დედაქალაქელებს" და 2 ქულა უმარტივეს სიტუციაში დაკარგეს. ჯერი დიდებულ ბენიტესზე მიდგა, რომელიც უბრალოდ ვალდებული იყო დაემარაცხებინა "ვალენსია", მაგრამ იმედები კვლავ წყალში ჩაიყარა. შემტევი და კომბინირებული ფეხბურთის ნაცვლად,
გატანილი გოლიდან სულ რამდენიმე წამში,
საპასუხო ბურთი მივიღეთ საკუთარ კარში.

არეულობას და უსახურობას, ბენიტესის შეუფერებელი ტაქტიკური ცვლილებები ალამაზებს. დამეთანხმებით, როდესაც მინიმალური ანგარიშით იგებ, დაცვაში ჩადგომა და მართვის სადავეების მეტოქსითვის უბრძოლველად გადაცემა უგუნური ქმედებაა. სწორედ ამის მაგალითი იყო გუშინდელი დაპირისპირება. ულამაზესი კომბინაციის და ბენზემას გოლის შემდეგ, გუნდი მოეშვა და დაცვაში ჩადგა და შესფერისი შედეგიც მიიღო. სათამაშო ხარისხის გარდა გუნდში კიდევ ერთი პრობლემაა, რომელსაც ულოგიკო ცვლილებები და სასტარტოს დაყენება ჰქვია. საინტერესოა, ვინ უფრო პროდუქტიულია გუნდისთვის მატეო კოვაჩიჩი, რომლმაც მადრიდული კარიერია გუშინ წითელი ბარათით დაიმშვენა, თუ ისკო, რომელის სახელსაც "ბერნაბეუს" პუბლიკა თითოეულ მატჩში სკანდირებს.

იმედი მაქვს გუნდში არსებული პრობლემები თვალნათლივ ჩამოვაყალიბე და თითოეული მადრიდისტა მივახვედრე თუ ვინაა ამ ყველაფერში დამნაშავე. არ შემეძლო გუშინდელი საყაიმო ანგარიშის შემდეგ, ცხელ გულზე სტატია არ დამეწერა და არ გამეკრიტიკებინა გუნდის პარაზიტი, რომელიც შიგნიდან ჭამს და ანადგურებს დიდებულ კლუბს. იმედი მაქვს, მადრიდელები ბენიტესს ბოიკოტს გამოუცხადებენ და მიახვედრებენ, რომ მისი ნახვა მთავარი მწვრთნელის რანგში არავის სიამოვნებს.

  • nick2010
  • 4 იანვარი 2016
  • 3 106
  • 0

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

სარეკლამო ადგილი

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 ლევანდოვსკი 14
2 ვინისიუსი 8
3 აიოზე 7
4 რაფინია 6

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...




მთვლელები

საიტის არქივი:

ნოემბერი 2024 (227)
ოქტომბერი 2024 (334)
სექტემბერი 2024 (311)
აგვისტო 2024 (90)
ივნისი 2024 (306)
მაისი 2024 (385)