ბენზემამ ტრავმა მიიღო
დღევანდელი ვარჯიში უიღბლო გამოდგა ფრანგი ფორვარდისთვის.
მოგეხსენებათ დღეს მადრიდის "რეალმა" ბოლო სესია გამართა "ვალენსიასთან" მატჩამდე, რომელიც ხვალისთვის არის სჩანიშნული. სამწუხაროდ ვარჯიში კარიმ ბენზემასთვის უიღბლოდ დასრულდა.
საქმე იმაშია, რომ ფრანგმა ფეხბურთელმა მარჯვენა მუხლი დაიზიანა. მედიკოსებმა პირველადი დათვალიერებისთანავე ბენზემას ვარჯიშის შეწყვეტისკენ მოუწოდეს და გამოკვლევაზე წაიყვანეს. ჯერ-ჯერობით უცნობია, რამდენად სერიოზულია "ბლანკოსის" "9"-იანის ტრავმა, თუმცა დიდი ალბათობით კარიმი "ვალნესიასთან" დაპირისპირებას გამოტოვებს.
ამასთანავე ცნობილია, რომ რაფამ ფრანგი განაცხადში შეიყვანა, მაგრამ ყველა წინასწარი მონაცემი აჩვენებს, რომ „ცხრიანის“ თამაში ფაქტობრივად, გამორციხულია.
დაველოდოთ მოვლენათა განვითარებას და იმედი ვიქონიოთ, რომ სერიოზული არაფერი იქნება.
Marca.com
- 2 იანვარი 2016
- 4 274
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.