ისკო „მილანმაც“ მოინდომა
როგორც სჩანს, ზამთრის სატრანსფერო ფანჯრის დროს, ისკოსთვის ბევრი კლუბი იბრძოლებს...
გამოცემა AS, TuttoSport-ზე დაყრდნობით ავრცელებს ინფორმაციას, რომლის მიხედვითაც, იტალიური „როსონერის“ ხელმძღვანელობა უკვე შეეხმიანა ფლორენტინო პერესს.
საქმეში ადრიანო გალიანიც ჩაერთო, რომელიც „ბლანკოსის“ პრეზიდენტის ძალიან ახლო მეგობარი გახლავთ. „მილანსა“ და „რეალს“ შორის არაერთი შეთანხმება შემდგარა და მთავარი ფიგურები სწორედ ფლორენტინო და ადრიანი იყვნენ.
მილანური მხარე ფინანსურ დეტალებს ჯერ-ჯერობით არ ახმაურებს, მაგრამ უნდა აღინიშნოს, რომ მანჩესტერ „სიტი“ ესპანელი ფეხბურთელის სანაცვლოდ 43.5 მილიონ ევროს იხდის, თავად მოთამაშეს კი ძალიან კომფორტულ სახელფასო პირობებს ჰპირდება.
- 2 იანვარი 2016
- 2 166
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.