რამოსი:”იგუაინი ძალიან დაგვაკლდება”
მადრიდის ”რეალის” მარჯვენა მცველმა სერხიო რამოსმა გააკეთა თავისი კომენტარი არგენტინელის ტრამვაზე.გონსალო იგუაინი კიდევ ორი კვირა ვერ ითამაშებს, რის გამოც ”რეალს” გარკვეული პრობლემები ექნება.
შეგახსენებთ, რომ არგენტინელმა ფორვარდმა გონსალო იგუაინმა, ტრამვა მიიღო ”მალიორკასთან” მატჩში, მან აგრეთვე იმავე თამაშში გაიტანა ულამაზესი გოლი.გონსალო ორ თამაშს გამოტოვებს, ხოლო თუ ყველაფერმა ჩინებულად ჩაიარა, ის ”ესპანიოლთან” მატჩში ითამაშებს.
”პიპიტა ”რეალისთვის” მნიშვნელოვანი ფიგურაა, მან არაერთი მატჩი მოგვაგებინა და მე დარწმუნებული ვარ, რომ კიდევ დაგვეხმარება.სამწუხაროა ისიც, რომ იგი ორ თამაშს ვერ ითამაშებს.ჩვენი გუნდი იმედოვნებს, რომ არგენტინელი მალე დაბრუნდება და შეძლებს გოლების გატანას”.
ინფორმაციის წყარო:real-fc.com
სტატიის ავტორი:buxu
- 18 იანვარი 2010
- 1 551
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.