რონალდუ:„როდესაც ფიგუს ვუყურებდი, მსურდა, რომ მისნაირი ვყოფილიყავი“
კრიშტიანო რონალდუმ განვლილ წლებზე ისაუბრა...
„ის, რაც ახლა მაქვს, უდიდესი შრომის და თავდადების შედეგია. ქონება? ეს ყველაფერი მატერიალური მხარეა, რომელიც ვერასდროს გაუტოლდება პრესტიჟსა და იმ სახელს, რომელიც ფეხბურთში უნდა დავტოვო.“
„როდესაც ბავშვი ვიყავი, მსურს ლუიშ ფიგუს დავმსგავსებოდი, რადგან ის კაშკაშა ვარსკვლავი იყო. ვერ ვივიწყებ მანუელ რუი კოშტას, კოუტოს და ლუიშის საოცარ კომბინაციებს, რომლებსაც ისინი პორტუგალიის ნაკრებში თამაშის დროს გვთავაზობდნენ.“
„კუმირი? კონკრეტული პირი არ არსებობს, მაგრამ მაღალი რანგის სპორტსმენებს დიდ პატივს ვცემ.“
„ბავშვობაში საკუთარ თავს ვუთხარი, რომ მსურს საფეხბურთო თვალსაზრისით პიკისთვის მიმეღწია, ძალიან დიდი მონდომება მქონდა, რომელიც დღემდე გამომყვა.“
- 2 იანვარი 2016
- 3 586
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.