ისკო ღიად აცხადებს, რომ „რეალის“ დატოვება სურს
როგორც სჩანს, ისკო ალარკონმა გული აიცრუა. რაფაელ ბენიტესთან კომფლიქტმა შესაძლოა, ესპანელი ნახევარმცველი შეიწიროს...
SportYou-ს ინფორმაციით, ისკოს იმედი აქვს, რომ მანჩესტერ „სიტისთან“ მოლაპარაკებები წარმატებით დასრულდება და კარიერას ინგლისში განაგრძობს.
ისკოსთვის არასახარბიელო ეპოქა უკვე დიდი ხანია გრძელდება, ის ვერ ჯდება მთავარი მწვრთნელის გეგმებში, ასევე ვერ აღწევს საკუთარ მიზანს, როდესაც ითხოვს, რომ არა ფლანგზე, არამედ მოედნის ცენტრში ითამაშოს და ბურთის განაწილების საშუალება მიეცეს.
ამასთანავე აუცილებლად აღსანიშნავია, რომ „სიტის“ მანუელ პელეგრინი უდგას სათავეში, რომელიც ესპანელ ახალგაზრდას უდიდეს პატივს სცემს, ისინი „მალაგაში“ მუშაობის დროს ძალიან დაახლოვდნენ. ალარკონი პელეგრინის გუნდის უდავო ლიდერი იყო.“
- 2 იანვარი 2016
- 4 633
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.