ისკო პრეზიდენტს გუნდიდან გაშვებას სთხოვს
მადრიდის "რეალის" ნახევარმცველს გუნდის დატოვება სურს.
გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით, ისკოს სამეფო კლუბის დატოვება სურს, რადგან მას რაფა ბენიტესი ნდობას არ უცხადებს და პრაქტიკულად არ აძლევს მოედანზე გამოსვლის საშუალებას.
დღევანდელ შეხვედრაში, ახალგაზრდა ესპანელი სამწვრთნელო შტაბის გადაწყვეტილებით თადარიგში დარჩა. ისკო არის ფეხბურთელი, რომელიც სასტარტო თერთმეტეულში იმსახურებს ადგილს, თუმცა ხშირ შემთხვევაში იგი შემადგენლობის მიღმა რჩება. სწორედ ამიტომ, მან გუნდის დატოვება გადაწყვიტა და უახლოეს დღეებში ფლორენტინო პერესთან შეხვედრას აპირებს.
- 30 დეკემბერი 2015
- 4 963
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.