„სოსიედადთან“ მატჩისთვის მზადება დასრულებულია
მადრიდის „რეალმა“ დასკვნითი ვარჯიში გამართა...
ინტენსიური გახურების შემდეგ, რაფაელ ბენიტესმა გუნდს სხვადასხვა დავალება მისცა. აღსანიშნავია, რომ კოლექტივთან ერთად ვერ ივარჯიშა სერხიო რამოსმა, რომელიც დახურულ კარს მიღმა ირჯებოდა.
მზადების პირველი ეტაპი დანი კარვახალმა მინდორზე გაატარა, შემდეგ კი ინდივიდუალური დატვირთვა მიიღო.
გუნდთან ერთად იყვნენ მარკოს ლორენტე, ბორხა და მარტინ ოდეგარი.
მადრიდული გუნდი ხვალინდელი პაექრობისთვის მზად არის.
შეხვედრა ხვალ, 19:00 საათზე აიღებს სტარტს.
- 29 დეკემბერი 2015
- 1 608
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.