ანჩელოტიმ „რეალისთვის“ რონალდუს გარდა კიდევ ერთი ვარსკვლავის წართმევა განიზრახა
ესპანურ და იტალიურ გამოცემებზე დაყრდნობით, მადრიდის „რეალის“ ყოფილი მწვრთნელი კარლო ანჩელოტი, ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრის დროს სერიოზული ტრანსფერების განხორციელებას გეგმავს...
საყოველთაოდ ცნობილია, რომ ფეხბურთის იტალიელ სპეციალისტს კრიშტიანო რონალდუ ძალიან მოსწონს და პორტუგალიელის გადასაბირებლად ყველაფერს გააკეთებს, მაგრამ როგორც სჩანს, „ბაიერნი“ სამეფო კლუბთან სხვა საკითხებზეც ისაუბრებს.
წინასწარი ინფორმაციით, კარლიტოს ტონი კროოსის დამატებაც სურს, რაც იმას ნიშნავს, რომ საქმე გერმანელის სამშობლოში დაბრუნებასთან გვაქვს.
ტონი სამეფო კლუბში ბრწყინვალედ ადაპტირდა, მაგრამ რაფაელ ბენიტესთან არც ისე სახარბიელო ურთიერთობა აქვს.
ამასთანავე ეჭვი არავის ეპარება იმაში, რომ ფლორენტინო პერესი ტონის სანაცვლოდ 25 მილიონ ევროს არ დათანხმდება. (ხსენებული თანხა პრეზიდენტმა, გერმანელებს გადაურიცხა).
ექსპერტებს მიაჩნიათ, რომ კარლოსთვის მადრიდული გუნდის ფეხბურთელებთან საუბარი იოლია, რადგან მას იდეალური ურთიერთობა აქვს თითოეულ მათგანთან.
- 26 დეკემბერი 2015
- 7 324
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.