„ვალენსიასთან“ წაგების შემთხვევაში ბენიტესის გაშვება გარდაუვალია
მიუხედავად იმისა, რომ პრესაში რაფაელ ბენიტესის წასვლის შესახებ ძალიან ბევრი იწერება, ოფიციალური განცხადება არსად სჩანს...
ესპანურ გამოცემებზე დაყრდნობით, მადრიდული გუნდის ხელმძღვანელობას მხოლოდ ერთი ბიძგი სჭირდება.
ზოგიერთი ფიქრობს, რომ 30 დეკემბრის მატჩში, რომელსაც „ბლანკოსი“ რეალ „სოსიედადის“ წინააღმდეგ გამართავს, გუნდს ახალი მეთაური ეყოლება, მაგრამ მოვლენების მსგავსი განვითარების ბევრს აღარ სჯერა.
ექსპერტები ვარაუდობენ, რომ 3 იანვარს, „ვალენსიასთან“ მატჩში წარუმატებლობის შემთხვევაში, ბენიტესის დათხოვნას წყალი აღარ გაუვა, თუმცა ექსპერტები იმას დასძენენ, რომ გარი ნევილის გუნდი საშინელ ფორმაშია და „ბლანკოსთან“ ვერაფერს გახდება, რაც ბენიტესის წისქვილზე ასხამს წყალს.
დაველოდოთ მოვლენათა განვითარებას...
- 24 დეკემბერი 2015
- 4 700
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.