ის, რაც ყველას დაავიწყდა - რონალდუს და მოურინიოს საშინელი ურთიერთობა აქვთ
ესპანური გამოცემები ჟოზე მოურინიოს „რეალში“ დანიშვნის შესახებ აქტიურად წერენ, მაგრამ არსებობს გარემოება, რაც ყველას გამორჩა...
„რეალიდან“ წასვლის შემდეგ, პორტუგალიელ სპეციალისტს კრიშტიანო რონალდუსთან ურთიერთობა დაეძაბა.
ალბათ ყველას ახსოვს ცნობილი განცხადება - „მე მხოლოდ ერთ რონალდოს ვიცნობ და ეს ბრაზილიელი ნაზარიოა“, ამ განცხადების შემდეგ პასუხის გაცემა არც „რეალის“ შვიდიანს გასჭირვებია.
კრიშტიანო რონალდუ ღიად გამოვიდა და თქვა, რომ მოურინიოს დროს „ბლანკოსში“ ინტრიგების ხანა იყო, კარლო ანჩელოტი კი რადიკალურად განსხვავებული ფასეულობების ადამიანი იყო.
ამ ყველაფრის ფონზე ფაქტია, რომ ჟოზეს „რეალში“ დაბრუნების შემთხვევაში, კრიშტიანოს საკითხი გასარკვევი იქნება.
ასევე უნდა აღინიშნოს სერხიო რამოსი, რომელსაც პორტუგალიელ სპეციალისტთან საშინელი ურთიერთობა ჰქონდა.
- 23 დეკემბერი 2015
- 6 031
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.