გუარდიოლა მწვრთნელობის კანდიდატთა შორის

ნელ-ნელა რაფა ბენიტესის სამწვრთნელო კარიერა მადრიდის "რეალში" დასასრულისკენ მიდის.

ფლორენტინო პერესი ახალი მწვრთნელის ძიებაშია. სამეფო კლუბის პრეზიდენტს უკვე შერჩეული ჰყავს რამდენიმე კანდიდატი, რომელთაგან ერთ-ერთი აუცილებლად ჩაიბარებს "ბლანკოსს" ბენიტესის გუნდიდან "გაძევების" შემდეგ.

"დონ პერესს" აქამდე ჰყავდა დასახელებული სამი გამოკვეთილი ფიგურა, რომლებიც შესაძლოა "რეალის" თავკაცები გახდნენ, ესენი არიან: ზინედინ ზიდანი, ჟოზე მოურინიო და არსენ ვენგერი.

გამომდინარე იქიდან, რომ ჟოზემ "ბლანკოსი" თავის დროზე გულშემატკივრებისთვის მიუღებლად დატოვა, მისი დაბრუნდება ყველაზე არარეალურა დასახელებული კანდიდატებიდან. რაც შეეხება ლონდონის "არსენალის" მთავარ მწვრთნელს, იგი ინგლისში ძალიან უყვართ და მისი დაყოლიება ფლორენტინოს ძალიან გაუჭირდება, რადგან ფრანგი სპეციალისტი უკვე დიდი ხანია "მეთოფეებს" უდგას სათავეში.

ყველაზე დიდი შანსი ზიზუს აქვს, რომელიც ამჟამად "რეალის" აკადემიაში მუშაობს და ახალგაზრდულ გუნდს წვრთნის. გულშემატკივართა უმრავლესობაც სწორედ მას მოითხოვს მთავარი მწვრთნელის პოსტზე. თუმცა დღეს გავრცელდა ინფორმაცია, რომ პერესი გუარდიოლასაც დაეკონტაქტა და მის გადმობირებას ცდილობს. მოგეხსენებათ "ბაიერნში" მომდევნო სეზონიდან კარლო ანჩელოტი იმუშავებს, ხოლო ესპანელი სპეციალისტი უკლუბოდ დარჩება. სწორედ ამიტომ, პერესმა მისი კანდიდატურაც წამოაყენა წინა პლანზე და ამ ეტაპისთვის "რეალის" მთავარი მწვრთნელის თანამდებობაზე ორი ფავორიტი გამოიკვეთა, გუარდიოლა და ზიდანი.

Marca.com

  • Junior
  • 23 დეკემბერი 2015
  • 3 908
  • 0

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

სარეკლამო ადგილი

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 ლევანდოვსკი 14
2 ვინისიუსი 8
3 აიოზე 7
4 რაფინია 6

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...




მთვლელები

საიტის არქივი:

ნოემბერი 2024 (227)
ოქტომბერი 2024 (334)
სექტემბერი 2024 (311)
აგვისტო 2024 (90)
ივნისი 2024 (306)
მაისი 2024 (385)