უკვალოდ გამქრალი ისკო
დროდადრო ისკო ალარკონი მწვრთნელის ნდობას კარგავს...
სათადარიგოთა სკამზე ჯდომა და საშინლად გატარებული 29 წუთი მოედანზე... სწორედ, რომ "ბარსელონასთან" მატჩმა შეარყია ისკოს პოზიციები. თუმცა მიუხედავად ამისა, ალარკონი ცდილობს იპოვოს გამოსავალი და გასული სეზონის მსგავსად გუნდში ადგილის დამკვიდრებას ეცდება.
აღსანიშნავა, რომ ელ–კლასიკომდე ისკომ 15 ოფიციალურ შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა, საიდანაც 13 სასტარტო შემადგენლობაში დაიწყო. კერძოდ კი, ბენიტესის სადებიუტო მატჩში ალარკონმა სასტარტოში იასპარეზა, ხოლო ხამეს როდრიგესი სათადარიგოთა სკმზე იყო განმწესებული. თუმცა უნდა აღინიშნოს, რომ ისკოს გაუმარლა და შანსი მიიღო, რამეთუ როდრიგესს ტრავმა ჰქონდა მიღებული.
მიმდინარე სეზონში "რაიო ვალეკანოსთან" მატჩი პირველი იყო, როდესაც ალარკონს სათამაშო დრო არ მიუღია. რაფამ კიდევ ერთხელ მიანიჭა ხამესს უპირატესობა. მიუხედავად იმისა, რომ ხამესისა და ისკოს დუეტი უფრო პროდუქტულია გუნდისთვის, მათ ერთად თამაშის შესაძლებლობა არ ეძლევათ.
ინფორმაციის წყარო:Marca.com
- 23 დეკემბერი 2015
- 4 738
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.