2010 წელს რონალდოს არ გაუტანია
იანვარი კრიშტიანოსთვის ცუდად დაიწყო. მან ვერც "სამ მამესზე" მოახერხა ნავსის გატეხვა და 2010 წელს პირველი გოლის გატანა. პორტუგალიელის გოლები 2009 წელმა წაიღო, მან ბოლოს (ალმერიასთან, მარსელთან და სარაგოსასთან) გაიბრწყინა. მას შემდეგ რონიმ სამი თამაში ჩაატარა სამეფო კლუბის რიგებში და ბურთის შეგდება ვერც ერთ მათგანში ვერ მოახერხა. მშრალი სერია "პამპლონაში" დაიწყო, ის მატჩი 0–0 დასრულდა, შემდეგ "სანტიაგო ბერნაბეუზე" გაგრძელდა–"მალიორკას" წინააღმდეგ, "ბლანკოსმა" ის თამაში 2–0 მოიგო. დასრულებით კი... იმედია "ბილბაოში" დასრულდა და "მალაგასთან" კიდევ ერთხელ განახლდება...
გასული სეზონი არც "მანჩესტერში" გამოდგა საუკეთესო. მან თერთმეტი შეხვედრა უგოლოდ ჩაატარა, სამაგიეროდ ისე ენერგიულად დაბრუნდა, რომ მას შემდეგ არც ერთი შეხვედრა მშრალად არ დაუსრულებია. უიღბლობა "ბოლტონის" წინააღმდეგ დასრულდა, სწორედ ეს გუნდი იყო მისი პირველი მსხვერპლი. მას მოჰყვა "დერბი კანტი", "ასტონ ვილა" და მრავალი სხვა... პორტუგალიელს ლა ლიგის მომავალ ტურში მიეცემა თავის გამოჩენის და ნავსის გატეხვის საუკეთესო შანსი, მადრიდის "რეალის" მეტოქე პრიმერა დივიზიონის აუტსაიდერი "მალაგა" იქნება. ბასკებთან განცდილი მარცხის შემდეგ ყველა მადრიდისტა მოტივირებულია, განსაკუთრებით კი კრიშტიანო რონალდო–ის გოლების გატანას იწყებს...
ინფორმაციის წყარო: As.com
ავტორი: Kevlisha
- 18 იანვარი 2010
- 1 556
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.