ბენზემა ყოველ 221 წუთში იტანს
იგუაინის ტრავმის შემდეგ ყველა "რეალის" გულშემატკივარს სწორედ ფრანგი ფეხბურთელის იმედი აქვს, რომელიც ჯერ–ჯერობით მოლოდინს ვერ ამართლებს.
ბილბაოს "ატლეტიკთან" მატჩში მან ისევ გაგვიცრუა იმედები, რადგან კვლავ ვერ მოახერხა გოლის გატანა. ეს უკვე მისთვის ოცნება ხდება. ბენზემას "თეთრების" შემადგენლობაში 11 გოლი აქვს გატანილი. აქედან 5 წინასასეზონო მატჩებში, 5 პრიმერაში და ერთიც ჩემპიონთა ლიგაზე–"მილანთან". საერთო ჯამში მან უკვე 1335 წუთი დაჰყო მოედანზე. "ლიონში" ის გაცილებით უფრო შედეგიანი იყო. მას ყოველ 102 წუთში გაჰქონდა ბურთი. დღეს კი ყოველ 221 წუთში იტანს. იმედია კარიმი მალე იპოვის თავის თავს და ჩვეულ ფორმაში დაგვიბრუნდება.
ინფორმაციის წყარო:as.com
- 18 იანვარი 2010
- 1 537
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.